"მამის თვალწინ დაიღუპა, ისიც დაყვებოდა ვარჯიშზე... დატოვა კიმონო ტატამზე და უფალთან გაფრინდა" - ვინ იყო 16 წლის ძიუდოისტი, რომელიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა? - კვირის პალიტრა

"მამის თვალწინ დაიღუპა, ისიც დაყვებოდა ვარჯიშზე... დატოვა კიმონო ტატამზე და უფალთან გაფრინდა" - ვინ იყო 16 წლის ძიუდოისტი, რომელიც ვარჯიშის დროს გარდაიცვალა?

ახ­მე­ტა­ში, გუ­შინ ჭი­და­ო­ბის დროს გარ­დაც­ვლი­ლი არას­რულ­წლო­ვა­ნი 16 წლის ვა­სი­კო სი­ხა­რუ­ლი­ძეა.

ტრაგედია სო­ფელ დუ­მას­ტუ­რის დაბ­ზა­ში მოხ­და. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სო­ფელ ქის­ტა­ურ­ში მცხოვ­რე­ბი მო­ზარ­დი დარ­ბა­ზა­ში, ძიუდოში ვარ­ჯი­შობ­და, რა დრო­საც, ცუდი მა­ნევ­რი­რე­ბის შედეგად, ქალა ფუ­ძის ტრავ­მა მი­ი­ღო და გარ­და­იც­ვა­ლა.

რო­გორც სო­ფელ­ში ჰყვე­ბი­ან, ბიჭი მა­მის თვალ­წინ და­ი­ღუ­პა.

"ტრა­გე­დია მოხ­და, ვარ­ჯი­შის დროს გა­და­ტყდა ხერ­ხემ­ლის მა­ლა­ში, მა­მაც შე­ეს­წრო ამ ყვე­ლა­ფერს - იქ იყო, თა­ვად დაჰ­ყავ­და პან­კი­სის ხე­ო­ბა­ში ვარ­ჯიშ­ზე... მა­მის თვალ­წინ და­ი­ღუ­პა. ისე­თი სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბო­და..." - აღნიშნავს გარ­დაც­ვლი­ლის ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლი.

მო­ზარ­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ეხ­მი­ა­ნე­ბა და­ვით მა­მუ­ლაშ­ვი­ლი.

"ვა­სი­კო სი­ხა­რუ­ლი­ძე, ჩვე­ნი ძაან სიმ­პა­ტი­უ­რი უმ­ცრო­სი ძმა და ჩვე­ნი ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ოჯა­ხის წევ­რი, უფალ­თან გაფ­რინ­და, ზე­ცი­ურ სა­ქარ­თვე­ლო­ში 8 სექ­ტემ­ბერს, დარ­ბაზ­ში ტა­ტამ­ზე.

️თბი­ლი, უსაყ­ვარ­ლე­სი და ერთ-ერთი უჯიგ­რე­სი ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ძი­უ­დო­ის­ტი, რო­მე­ლიც ოც­ნე­ბობ­და ლაშა ბე­ქა­უ­რი­ვით ოლიმ­პი­ურ ჩემ­პი­ო­ნო­ბა­ზე, და­ტო­ვა მი­წი­ე­რი სა­ქარ­თვე­ლო, და­ტო­ვა კი­მო­ნო ტა­ტამ­ზე, რო­გორც ნამ­დვი­ლი მე­ო­მა­რი და უფალ­თან გაფ­რინ­და მისი ნამ­დვი­ლი ქარ­თუ­ლი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სული.

️ეს, ქარ­თუ­ლი ძი­უ­დოს ოჯა­ხის უმ­ძი­მე­სი ტრა­გე­დი­აა, უდი­დე­სი გა­მო­ნაკ­ლი­სი და ჩვე­ნი გუ­ლის ტკი­ვი­ლი. ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის პრე­ზი­დენ­ტი და მე­ნე­ჯმენ­ტი, შოკ­ში არი­ან ამ სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­ის გამო.

და რა თქმა უნდა, ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად, უდი­დე­სი სიმ­წა­რე და სა­ში­ნე­ლი ტრა­გე­დი­აა მისი მშობ­ლე­ბის და ოჯა­ხის წევ­რე­ბი­სათ­ვის, მისი მე­გობ­რე­ბის და თა­ნაკ­ლა­სე­ლე­ბი­სათ­ვის.

ვი­ზი­ა­რებ მთე­ლი გუ­ლით ოჯა­ხის მწუ­ხა­რე­ბას, ძი­უ­დოს ფე­დე­რა­ცი­ის და, ძი­უ­დოს სამ­ყა­როს მწუ­ხა­რე­ბას. ღმერ­თმა ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს ვა­სი­კოს სული და ეს ყო­ფი­ლი­ყოს პირ­ვე­ლი და უკა­ნას­კნე­ლი ასე­თი ახალ­გაზ­რდა, მო­მა­ვა­ლი ქარ­თვე­ლი ერის ტრა­გი­კუ­ლი მო­მენ­ტე­ბი“, - წერს და­ვით ავა­ლიშ­ვი­ლი.

ambebi.ge