დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ - კვირის პალიტრა

დედოფალ ელისაბედის გარდაცვალების შემდეგ პრინც უილიამსა და ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ

გაერთიანებული სამეფოს დედოფლის, ელისაბედ II-ის გარდაცვალების შემდეგ, კემბრიჯის ჰერცოგსა და ჰერცოგინიას, პრინც უილიამსა და მის მეუღლეს ქეით მიდლტონს ახალი ტიტულები მიენიჭათ.

მედიის ინფორმაციით, უილიამი და ქეითი ამიერიდან ცნობილი იქნებიან, როგორც კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია.

კორნუოლის ჰერცოგის ტიტულს, სხვა ტიტულებთან ერთად, ჩარლზი ატარებდა, სანამ ის დედოფლის გარდაცვალების შემდეგ მეფე ჩარლზ III გახდებოდა.

უილიამი ასევე მიიღებს მამის წინა - უელსის პრინცის ტიტულს, თუმცა, ეს არ მოხდება მანამ, სანამ ჩარლზი მას აღნიშნულ ტიტულს არ გადასცემს.

კორნუოლისა და კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია არ არის ერთადერთი ტიტული, რომელსაც სამეფო წყვილი ფლობს. უილიამი, რა თქმა უნდა, ასევე ცნობილია როგორც პრინცი უილიამი და წყვილი ასევე ამაყობს: სტრატერნის გრაფისა და გრაფინიას ტიტულებით. ირლანდიაში კი ისინი ცნობილები არიან, როგორც ბარონი კერიკფერგუსი და ლედი კერიკფერგუსი.