50 წლამდე ქალი, რომელიც რუსთავში, სკოლის შენობის მესამე სართულიდან, ფანჯრების წმენდისას გადმოვარდა, რეანიმაციაში რჩება - კვირის პალიტრა

50 წლამდე ქალი, რომელიც რუსთავში, სკოლის შენობის მესამე სართულიდან, ფანჯრების წმენდისას გადმოვარდა, რეანიმაციაში რჩება

რუსთავის მე-15-ე საჯარო სკოლის მესამე სართულიდან გადავარდნილი 50 წლის ქალი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.

კლინიკა „რუსთავის“ ნეიროქირურგის, დავით გელაშვილის განცხადებით, პაციენტს ოპერაცია ჩაუტარდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„არასტაბილური ჰემოდინამიკა იყო, პლუს ამას განვითარდა მწვავე ანემია. მაშინვე ვერ მოხერხდა საოპერაციოში შეყვანა. დახმარების გაწევის შემდეგ, დინამიკაში საკმაოდ გაუმჯობესდა. გუშინ მოვახერხეთ საოპერაციოში გადაყვანა, ჩატარდა ხერხემალზე ფიქსაცია, ზურგის ტვინის დეკომპრესია. ამჟამად პაციენტი რეანიმაციაშია, გამოღვიძებულია, ორივე ქვედა კიდურში მოძრაობა აქვს, თუმცა საკმაოდ ძლიერი ტკივილი აქვს მენჯის ძვლების მძიმე დაზიანების გამო. მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია“, - განაცხადა დავით გელაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსთავში 50 წლამდე ასაკის ქალი #15 საჯარო სკოლის მესამე სართულიდან გადავარდა და დაშავდა. ის სკოლაში დამლაგებლად მუშაობდა და სიმაღლიდან ფანჯრების წმენდის დროს გადავარდა.