"ტაქსისტმა მგზავრები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარი მოსთხოვა" - პროკურატურა ადვოკატების ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს - კვირის პალიტრა

"ტაქსისტმა მგზავრები უკაცრიელ ადგილას წაიყვანა და თავისუფლების სანაცვლოდ 500 ლარი მოსთხოვა" - პროკურატურა ადვოკატების ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

პრო­კუ­რა­ტუ­რა სიც­რუ­ეს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თულ მცდე­ლო­ბას უწო­დებს ტაქ­სის მძღო­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის გან­ცხა­დე­ბას, რო­მელ­საც გუ­შინ ნა­ფიც მსა­ჯულ­თა სა­სა­მარ­თლომ გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი ვერ­დიქ­ტი გა­მო­უ­ტა­ნა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ და­კა­ვე­ბუ­ლი ტაქ­სის მძღო­ლის მი­მართ სის­ხლის სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რის ჩარ­თვის გამო არ მიმ­დი­ნა­რე­ობ­და.უწყე­ბის ცნო­ბით, ტაქ­სის მძღოლ­მა ლი­ე­ტუ­ვის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ერთ-ერთ სას­ტუმ­რომ­დე მი­იყ­ვა­ნა და მათ აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბუ­ლი თან­ხის, 23 ლა­რის ნაც­ვლად, 195 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

პრო­კუ­რა­ტუ­რის ინ­ფორ­მა­ცი­ით­ვე, მათ მგზავ­რებ­მა პო­ლი­ცი­ა­ში მის­ვლა და გა­უ­გებ­რო­ბის კა­ნო­ნი­ე­რად გა­და­წყვე­ტა შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა, მძღოლ­მა ისი­ნი მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, ჩა­კე­ტი­ლი კა­რე­ბით, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ზი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­უ­სახ­ლე­ბელ, უკაც­რი­ელ ად­გი­ლას წა­იყ­ვა­ნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

"გვსურს გა­მო­ვეხ­მა­უ­როთ ორი პი­რის მი­მართ თა­ვი­სუფ­ლე­ბის უკა­ნო­ნო აღ­კვე­თის ფაქ­ტზე ბრალ­დე­ბუ­ლის ად­ვო­კა­ტე­ბის სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბას, რომ თით­ქოს­და, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ სის­ხლის­სა­მარ­თლებ­რი­ვი დევ­ნა რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის უკ­რა­ი­ნუ­ლი სიმ­ღე­რის ჩარ­თვის გამო მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. აღ­ნიშ­ნუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია არის სიც­რუე და სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნის მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი მცდე­ლო­ბა.

სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნიტ­როს მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, 2022 წლის 11 აპ­რილს, და­ახ­ლო­ე­ბით 04:30 სა­ათ­ზე, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი­დან ლი­ე­ტუ­ვის და რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებ­მა ბრალ­დე­ბუ­ლის მარ­თვის ქვეშ მყო­ფი, კომ­პა­ნია „იან­დექ­სის“ აპ­ლი­კა­ცი­ით გა­მო­ძა­ხე­ბუ­ლი ტაქ­სით, თბი­ლის­ში მშრა­ლი ხი­დის მიმ­დე­ბა­რედ არ­სე­ბულ ერთ-ერთ სას­ტუმ­რომ­დე იმ­გზავ­რეს, სა­დაც ბრალ­დე­ბულ­მა მათ მგზავ­რო­ბის სა­ფა­სუ­რად 195 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა, რაც რამ­დენ­ჯერ­მე აღე­მა­ტე­ბო­და აპ­ლი­კა­ცი­ა­ში მი­თი­თე­ბულ მგზავ­რო­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბას - 23 ლარს. აღ­ნიშ­ნუ­ლის გამო, მგზავ­რე­ბი და ტაქ­სის მძღო­ლი შე­კა­მათ­დნენ, რა დრო­საც მგზავ­რებ­მა ბრალ­დე­ბულს ახ­ლომ­დე­ბა­რე პო­ლი­ცი­ის და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მის­ვლა და თან­ხის ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­კი­თხის კა­ნო­ნი­ე­რად გა­და­წყვე­ტა შეს­თა­ვა­ზეს. ხსე­ნე­ბუ­ლით გა­ნა­წყე­ნე­ბულ­მა ბრალ­დე­ბულ­მა დაძ­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა და გა­ე­მარ­თა უკან, თბი­ლი­სის სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტის მი­მარ­თუ­ლე­ბით და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი პო­ლი­ცი­ის გან­ყო­ფი­ლე­ბის ნაც­ვლად, მან­ქა­ნის გა­უ­ჩე­რებ­ლად, ჩა­კე­ტი­ლი კა­რე­ბით, მათი ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ, გარ­დაბ­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ვა­ზი­ა­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით, და­უ­სახ­ლე­ბელ, უკაც­რი­ელ ად­გი­ლას წა­იყ­ვა­ნა და თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­ნაც­ვლოდ 500 ლა­რის გა­დახ­და მოს­თხო­ვა.

ვა­ზი­ა­ნი­დან კა­ხე­თის მი­მარ­თუ­ლე­ბით მოძ­რა­ო­ბი­სას მგზავ­რებ­მა ისარ­გებ­ლეს მო­მენ­ტით და გა­დახ­ტნენ წა­მი­ე­რად შე­ჩე­რე­ბუ­ლი ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან, თუმ­ცა ბრალ­დე­ბულ­მა სცა­და არ მი­ე­ცა და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ამის სა­შუ­ა­ლე­ბა და კვლავ დაძ­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა, რის გა­მოც ერთ-ერთი მგზავ­რი გად­მო­ვარ­და ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან და სა­ხი­სა და კი­დუ­რე­ბის არე­ში მი­ი­ღო ჯან­მრთე­ლო­ბის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი. ავ­ტო­მან­ქა­ნი­დან მგზავ­რე­ბის გა­დახ­ტო­მი­სა და გაქ­ცე­ვის შემ­დეგ, ბრალ­დე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან მი­ი­მა­ლა. რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი მეტ­რის გავ­ლის შემ­დეგ, მან გა­ა­ჩე­რა ავ­ტო­მან­ქა­ნა და მგზავ­რე­ბის ბარ­გი გზა­ზე გა­და­ყა­რა. გად­მოხ­ტო­მით მო­ძა­ლა­დის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის შემ­დეგ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბი ტე­ლე­ფო­ნით და­უ­კავ­შირ­დნენ და მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ შე­ა­ტყო­ბი­ნეს ლი­ე­ტუ­ვის მო­ქა­ლა­ქის ნაც­ნობს, რო­მე­ლიც თა­ვის მხრივ და­უ­კავ­შირ­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი უსაფრ­თხო­ე­ბის მარ­თვის ცენ­ტრ - 112-ს, რის შემ­დე­გაც პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე და­ზა­რა­ლე­ბულ­თა და­სახ­მა­რებ­ლად მი­ვიდ­ნენ.

2022 წლის 13 აპ­რილს, ტაქ­სის მძღოლს ბრალ­დე­ბა სსკ-ის 143-3-გ მუხ­ლით წა­რედ­გი­ნა და აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხედ შე­ე­ფარ­და პა­ტიმ­რო­ბა.

აქვე ვა­ცხა­დებთ, რომ ად­ვო­კა­ტის მხრი­დან მსგავ­სი სიც­რუ­ის ტი­რა­ჟი­რე­ბა არ­ღვევს ეთი­კის ნორ­მებს.

მო­ვუ­წო­დებთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ცრუ ინ­ფორ­მა­ცი­ის ავ­ტო­რებს, თავი შე­ი­კა­ვონ სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის სენ­სი­ტი­უ­რი თე­მე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით ყალ­ბი ამ­ბე­ბის შექ­მნის­გან და გავ­რცე­ლე­ბის­გან”, - ნათ­ქვა­მია პრო­კუ­რა­ტუ­რის მი­ერ­გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში.

ipn.ge

ასევე დაგაინტერესებთ: ნაფიცებმა გაამართლეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც რუს ტურისტებს უკრაინული სიმღერები ასმენინა და გომბორზე დატოვა - რას წერს ადვოკატი ამირან ბოკუჩავას საქმეზე?