"მე, ხვიჩა კვარაცხელიას თავგადაკლულ ფანს, გარეწარი შალვა რამიშვილი და მისი ე.წ. "ტელევიზია“ ამ საყვარელი კაცის მტრობას მწამებს" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი - კვირის პალიტრა

"მე, ხვიჩა კვარაცხელიას თავგადაკლულ ფანს, გარეწარი შალვა რამიშვილი და მისი ე.წ. "ტელევიზია“ ამ საყვარელი კაცის მტრობას მწამებს" - რას წერს ლევან ბერძენიშვილი

ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი "პოს­ტი­ვის" მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ოს ეხ­მი­ა­ნე­ბა, რო­მელ­შიც იგი ფეხ­ბურ­თელ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს. ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი თქმით, აღ­ნიშ­ნუ­ლი ვი­დეო-მა­სა­ლა და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლია.

"მე, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას თავ­გა­დაკ­ლულ ფანს, გა­რე­წა­რი შალ­ვა რა­მიშ­ვი­ლი და მისი ე.წ. "ტე­ლე­ვი­ზია“ და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი მა­სა­ლით ამ საყ­ვა­რე­ლი კა­ცის მტრო­ბას მწა­მებს. ქო­ცე­ბო, შალ­ვე­ბო და სხვა ნა­ძირ­ლე­ბო, გა­ა­ნე­ბეთ ამ უნი­ჭი­ე­რეს ფეხ­ბურ­თელს თავი, თქვენ უკვე ხვი­ჩას და­სა­კუთ­რე­ბა კი არა, მამა ღმერ­თიც ვერ გიშ­ვე­ლით." - წერს ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი.

ცნო­ბის­თვის, "პოს­ტი­ვის" "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე გავ­რცელ­და ვი­დეო, რო­მელ­შიც ლე­ვან ბერ­ძე­ნიშ­ვი­ლი ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ ლა­პა­რა­კობს. აღ­ნიშ­ნუ­ლი მა­სა­ლი­დან იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს იგი ფეხ­ბურ­თელს აკ­რი­ტი­კებს.