ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა - კვირის პალიტრა

ხვიჩა კვარაცხელია სერია A-ს აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის ჩემპიონატის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ქართველმა შემტევმა ნახევარმცველმა გასულ თვეში 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 გოლი გაიტანა. კვარაცხელიამ 2 გოლი "მონცას" გაუტანა, ხოლო 1 - "ვერონას".

ცნობისთვის, კვარაცხელიამ თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის "რომას" მოთამაშეს, პაულო დიბალას, "ატალანტას" ნახევარმცველს, ტეუნ კოპმაინერსს, "ინტერის" შემტევს, ლაუტარო მარტინესს და "იუვენტუსის" თავდამსხმელს, დუშან ვლაჰოვიჩს აჯობა.

შეგახსენებთ, კვარაცხელიას "ნაპოლი" მორიგ შეხვედრას 10 სექტემბერს "სპეციას" წინააღმდეგ ჩაატარებს.