კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე - კვირის პალიტრა

კვარაცხელიამ იტალიელებს დავით ყიფიანი გაახსენა - Fanpage.it-ის სტატია ხვიჩაზე

ხვიჩა კვარაცხელია შესანიშნავად თამაშს განაგრძობს. 7 სექტემბერს, "კვარამ" ჩემპიონთა ლიგაზე დებიუტი საგოლე პასით აღნიშნა. გარდა ამისა, მეტოქე გუნდის მცველებს მისი შეჩერება ძალიან უჭირდათ.

ამჯერად ჩვენებურის შესახებ იტალიური გამოცემა Fanpage.it ვრცელ სტატიას აქვეყნებს და ქართული საფეხბურთო სკოლის ხარისხზე უსვამს ხაზს.

"ხვიჩა კვარაცხელია სრულყოფილი ფეხბურთელია: ფიზიკური სიძლიერე, ტექნიკა, სისწრაფე, გამძლეობა, თამაშის სწორი ხედვა. რა თქმა უნდა, რთულია მოთამაშე მხოლოდ 5 მატჩით შეაფასო, თუმცა ძნელია "კვარას" თამაშით არ აღფრთოვანდე.

ქართველმა 7 სექტემბერს ჩემპიონთა ლიგის სადებიუტო შეხვედრა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთ ესო გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა, თუმცა ეს არც კი შეიმჩნია, მთელი მატჩის განმავლობაში უდიდეს სხვაობას ქმნიდა და "ლივერპულის" მცველებს უშანსოდ ტოვებდა.

კვარაცხელიას შესახებ ბევრი რამ გაოცებს. დაიბადა 2001 წლის 12 თებერვალს. შესანიშნავი პიროვნებაა, რომელიც გულშემატკივრებისა და გუნდის გახარებას ყოველთვის ცდილობს. როდესაც "კვარას" უყურებ, მისი თამაშის ყოველი წამით აღფრთოვანებული ხარ. ხვიჩა ყოველ მოძრაობაში უდიდეს ენერგიას დებს და არასდროს ჩერდება, მეტოქის დაჩაგვრის სურვილი კი თითქოს ხასიათში აქვს გამჯდარი. ის და ოსიმენი ერთად ფეთქებადი კოქტეილია. გააგრძელეთ კითხვა