"კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს - ენა, რომელსაც ის იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან" - კვირის პალიტრა

"კობახიძემ ვიოლა ფონ კრამონს დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს - ენა, რომელსაც ის იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან"

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, კობახიძემ დაუყოვნებლივ ბოდიში უნდა მოუხადოს ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს, - ამის შესახებ ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი „ტვიტერზე“ წერს.

მისი თქმით, ირაკლი კობახიძის საუბრის ტონი ევროპული კულტურისთვის შეუსაბამოა.

„ის ენა და ბრალდებები, რომელსაც კობახიძე იყენებს, სრულიად შეუთავსებელია ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან და საზიანოა „ქართული ოცნების“ მიერ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვების მცდელობის შესახებ გაკეთებული განცხადებებისთვის“, - წერს ევროპარლამენტარი.

შეგახსენებთ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და განაცხადა, რომ „როცა ადამიანი ასეთ რაღაცებს ლაპარაკობს, ის არათუ გვარამიასთან, არამედ არავისთან შესაშვები არ არის“.

"ინტერპრესნიუსი"