"ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია - ეს 5 სუბიექტი, რადიკალური ოპოზიცის ნიშაშია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია" - კვირის პალიტრა

"ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია - ეს 5 სუბიექტი, რადიკალური ოპოზიცის ნიშაშია და ყველაფერს აკეთებს, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი - დეპოლარიზაცია"

ჯაფარიძე თავის განცხადებებში მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით გამოირჩევა-როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ვიღაცები ცდილობენ პოლარიზებას, ქვეყანაში ვითარების არევას, ომისკენ მიაქანებენ ქვეყანას, მათ არასდორს იქნებათ საზოგადოების მხარდაჭერა,- ასე აფასებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას, რომ მის „ტელეგრამ“ არხზე 379 ადამიანი დარეგისტრირდა, რომელიც მზადაა, წავიდეს ქუჩაში პროტესტზე და ხელის შეშლასა და დაუმორჩილებლობაზე.

როგორც კობახიძე განმარტავს, რამდენიმე პოლიტიკური ძალას რადიკალური ნიშა უკავია.

“ეს არ არის ახალი. ჯაფარიძე თავის განცხადებებში მეტი აგრესიულობით და სიმძაფრით გამოირჩევა. ოპოზიციონერები პოლარიზაციისკენ მიმართულ განცხადებებს ყოველდღიურ რეჟიმში აკეთებენ. მანამდე იყო ერთ-ერთი თავმჯდომარის მაპოლარიზირებელი განცხადება აქციებზე, რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი. ახლა ჯაფარიძე, მანამდე სხვები. ეს არის მათი საქმიანობის ყოველდღიური შემადგენელი ნაწილი. მთავარია, რომ ყველამ, საზოგადოებამ შეაფასოს. საზოგადოება არის ნეიტრალური და ჯანსაღი მსაჯული. როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ ვიღაცები ცდილობენ პოლარიზებას, ქვეყანაში ვითარების არევას, ომისკენ მიაქანებენ ქვეყანას, მათ არასდროს იქნებათ საზოგადოების მხარდაჭერა. მათ რადიკალური ნიშა უკავიათ და ეს არის მცდელობა, რომ არ გამოვიდნენ რადიკალური ნიშიდან. რამდენიმე რადიკალური პოლიტიკური ძალაა - „ნაცმოძრაობა“, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. ეს 5 სუბიექტი, რადიკალური ოპოზიცია ამ ნიშაშია და არ უნდათ გამოსვლა. ყველაფერს აკეთებენ, რომ არ შესრულდეს ევროკომისიის დოკუმენტის პირველი პუნქტი, რომელიც დეპოლარიზაციას უკავშირდება“,- აღნიშნავს კობახიძე.

IPN