რას ამბობს გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე? - კვირის პალიტრა

რას ამბობს გიული ალასანია შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე?

ჩემთან ამაზე არასდროს უსაუბრია, პირადად მე ვნანობ, რომ ჩამოვიდა, - ასე უპასუხა საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ ჟურნალისტების შეკითხვას, ნანობს თუ არა სააკაშვილი საქართველოში ჩამოსვლას.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, გიული ალასანიას ინფორმაციით, სააკაშვილის კუნთების ატროფია ხდება, რაც უსიამოვნო პროცესია. მისივე თქმით, უკვე 2 კვირაა რაც უცხოელი ექსპერტებზე სააკაშვილისთვის შესაბამისი ექსპერტიზის ჩასატარებლად ნებართვა არ გაცემულა.

"ჯანმრთელობის მდგომარეობა იგივეა, მისი კუნთების ატროფია ხდება მუდმივად, ეს უსიამოვნო პროცესია, რომელსაც ვუყურებ. ლიცენზიებს ველოდებით, უკვე 2 კვირა გავიდა და ლიცენზიები არ არის, რა დონეზე ხდება დახარვეზება ვერ დავადგინე, ორივე მათგანი ცნობილი ექსპერტია. ჩემთან ამაზე არასდროს არ უსაუბრია, პირადად მე ვნანობ, რომ ჩამოვიდა”, - აღნიშნა გიული ალასანიამ.

"ინტერპრესნიუსი"