"კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. არის ამაში გარკვეული უხერხულობა" - რამდენი გადაიხადა გასულ წელს შვილების სწავლის საფასურად ირაკლი კობახიძემ? - კვირის პალიტრა

"კერძო სკოლაში დამყავს ბავშვები. არის ამაში გარკვეული უხერხულობა" - რამდენი გადაიხადა გასულ წელს შვილების სწავლის საფასურად ირაკლი კობახიძემ?

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ შვი­ლე­ბი კერ­ძო სკო­ლა­ში დაჰ­ყავს იმ კი­თხვე­ბის სა­პა­სუ­ხოდ, რა­ტომ ირ­ჩე­ვენ თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი ძი­რი­თა­დად კერ­ძო სკო­ლებს სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბის­თვის და რა კეთ­დე­ბა ქვე­ყა­ნა­ში გა­ნათ­ლე­ბის სის­ტე­მა­ში, რომ ზო­გა­დი გა­ნათ­ლე­ბა სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში გა­უმ­ჯო­ბეს­დეს?

"მე პი­რა­დად კერ­ძო სკო­ლა­ში დამ­ყავს ბავ­შვე­ბი. კონ­კრე­ტუ­ლი კერ­ძო სკო­ლა იყო, რო­მელ­შიც მო­მე­წო­ნა სწავ­ლის ხა­რის­ხი და ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე შვი­ლე­ბის მიყ­ვა­ნა. არის ამა­ში გარ­კვე­უ­ლი უხერ­ხუ­ლო­ბა, ასე­თია რე­ა­ლო­ბა და მო­ცე­მუ­ლო­ბა, თუმ­ცა არის უამ­რა­ვი დე­პუ­ტა­ტი, რო­მელ­საც სა­ჯა­რო სკო­ლა­ში დაჰ­ყავს - უნდა მო­ვა­ხერ­ხოთ მეტი სა­ბი­უ­ჯე­ტო რე­სურ­სის ჩა­დე­ბა გა­ნათ­ლე­ბა­ში", - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­შუ­ა­ლო გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხი ჩა­მორ­ჩე­ბა ევ­რო­პულ ქვეყ­ნებს, რად­გან ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლია ეკო­ნო­მი­კა­ზე.

ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ამ თე­მა­ზე დის­კუ­სია მას მერე და­ი­წყო, რაც გა­ირ­კვა, რომ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შვი­ლე­ბი კერ­ძო სკო­ლა­ში დაჰ­ყავს.

ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს ორი ვაჟი - 11 წლის გი­ორ­გი და 8 წლის ნიკო ჰყავს.

ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ის თა­ნახ­მად, დე­პუ­ტატ­მა გა­სულ წელს ვა­ჟე­ბის სწავ­ლის სა­ფა­სუ­რად სულ 18 455 ლარი გა­და­ი­ხა­და.