"ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ოპოზიციონერი ლიდერის" - კვირის პალიტრა

"ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ოპოზიციონერი ლიდერის"

ეს „გიჟი ჯაფარა“ ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ-რადიკალის და ვითომ-ოპოზიციონერი ლიდერის, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც ის საპროტესტო აქციებს აანონსებს.

ირაკლი ზარქუა მოუწოდებს მოქალაქეებს, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციას, რადგან ამ ქვეყანას დაძაბულობის ნაცვლად მშვიდობა სჭირდება.

„გიჟი ჯაფარას“ ვეძახი, თვითონაც ასე ეძახიან, აი პარლამენტს რომ ზომავს, 200 კაცი შეეტევა თუ არა, თქვენ ეს კონსტრუქციულობა გგონიათ? ეს „გიჟი ჯაფარა“ თქვენს ხარჯზე ცდილობს, რომ იმიჯი შეიქმნას ვითომ რადიკალის და ვითომ ოპოზიციური ლიდერის. როგორც 20 ივნისს, რომელიც იყო ტრაგედია ჩვენთვის, საზოგადოებისთვის, რაც იქ მოხდა. აი ასე შეგატოვებთ ახალგაზრდებს თუ ვინმემ რამე გაბედა, იქ იქნება დაპირისპირება და შემდგომ თვითონ ბუჩქებში მიიმალებიან როგორც ეს გააკეთეს. ნუ აჰყვებით პროვოკაციას, ამ ქვეყანას დაძაბულობა არ სჭირდება მეგობრებო, ამ ქვეყანას ჭირდება ჩართულობა, ამ ქვეყანას სჭირდება მშვიდობა და განვითარება, ამ მიმართულებით მივდივართ“, - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისივე თქმით, რევოლუციური სცენარის ნაცვლად „ქართული ოცნება“ ოპოზიციას ეპატიჟება, რომ ერთად დასხდნენ და იმსჯელონ 12 პუნქტში არსებული რეკომენდაციების შესრულებაზე.

„დღეს ერთ-ერთი კანონპროექტი იყო, რომლისთვისაც მაკა ბოჭორიშვილს და ევროინტეგრაციის კომიტეტს მადლობა ვუთხრა. გამომდინარე იქიდან, რომ ევროინტეგრაციის გზაზე იმხელა წარმატება გვაქვს, იმდენად კარგად ვასრულებთ იმ პირობებს, რაც იყო აღებული ვალდებულებით, ევროდირექტივებით, რომ დღის წესრიგში დადგა ევროკავშირის საგადამხდელო სივრცეს მივუერთდეთ და ეს იხილება ნოემბერში. 21 კანონში შევიდა ცვლილება. ეს მაგარია ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის, მაგრამ ამას მხარი არ დაუჭირეს. იქ იყო „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ნაციონალური მოძრაობა“, მხარი არ დაუჭირეს, კითხვა არ გიჩნდებათ? ეს მაინც ხომ არ არის სახალხო დამცველი არჩევა? არ აინტერესებთ, ბოდიში და ფეხებზე ჰკიდიათ. მათი ამოსავალი წერტილი რა არის იცით? მათ უნდათ, რომ რამენაირად ჩაფლავდეს კანდიდატის სტატუსის მიღება. ბორელს არ მოუსმინეთ რამდენიმე დღის წინ, პრემიერს რა უთხრა? „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, როგორც პოზიცია ისე ოპოზიცია ერთად დასხდეთ“. ჩვენ ვეპატიჟებით, რევოლუციური სცენარი ნუ კი მოიგონეს, არამედ მოვიდნენ კაცო, ვინ უშლით ხელს, რომ წარმოადგინონ ალტერნატიული კანონპროექტები?“ - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.