ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში დღეს გამოაცხადებენ - კვირის პალიტრა

ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში დღეს გამოაცხადებენ

ჩარლზ III-ს გაერთიანებული სამეფოს მეფედ ოფიციალურად წმინდა ჯეიმსის სასახლეში დღეს, ადგილობრივი დროით 10:00-ზე გამოაცხადებენ.

როგორც BBC-ი წერს, ეს იქნება პირველი შემთხვევა გაერთიანებული სამეფოს ისტორიაში, როდესაც მეფედ დასახელების პროცესს ტელევიზიით პირდაპირი ეთერით გადასცემენ. ღონისძიებას ბრიტანელი მაღალჩინოსნები და სამეფო ოჯახის წევრები დაესწრებიან.

ამასთან, ბრიტანეთის დროშებს, რომლებიც ელისაბედ მეორის გარდაცვალების გამო დაშვებულია, 24 საათის განმავლობაში აღმართავენ.