"შორიდან ხალხს ალბათ დედოფალი ვგონივარ - არადა რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ბოლო ორი წელია, ამოვისუნთქეთ” - ცნობილი დიზაინერი ცოლ-ქმრის წარმატებისა და სიყვარულის ამბავი - კვირის პალიტრა

"შორიდან ხალხს ალბათ დედოფალი ვგონივარ - არადა რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება, ბოლო ორი წელია, ამოვისუნთქეთ” - ცნობილი დიზაინერი ცოლ-ქმრის წარმატებისა და სიყვარულის ამბავი

ოჯახ­ში ორი ცნო­ბი­ლი დი­ზა­ი­ნე­რია - ზვი­ად ცი­კო­ლია და მა­რი­ნა ხო­რა­ვა. ისი­ნი უკვე 25 წე­ლია მე­უღ­ლე­ე­ბი არი­ან და წელს ვერ­ცხლის თა­რი­ღიც ჰქო­ნი­ათ.

მა­რი­ნა ხო­რა­ვამ წლე­ბის წინ სა­კუ­თა­რი ბრენ­დი შექ­მნა და სრუ­ლი­ად მარ­ტომ, ბევ­რი რამ შეძ­ლო, მაგ­რამ მერე და მერე შვი­ლე­ბი და ოჯა­ხი წინა პლან­ზე მე­ტად და­ა­ყე­ნა და თა­ვის საქ­მე­ში, რო­გორც ადრე, ისე­თი აქ­ტი­უ­რი აღარ არის… მისი მთა­ვა­რი თვი­სე­ბა გულ­წრფე­ლო­ბაა და ჩვენ­თან სა­უ­ბარ­შიც ამას ამ­ჟღავ­ნებს...

რო­გორ გახ­და დი­ზა­ი­ნე­რი, რა­ტომ და­უ­კავ­ში­რა თა­ვის ცხოვ­რე­ბა ახალ­გაზ­რდა, ნი­ჭი­ერ დი­ზა­ი­ნერს და რო­გორ ცხოვ­რობს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი ოჯა­ხი, ამას AMBEBI.GE-სთვის მი­ცე­მუ­ლი ინ­ტერ­ვი­უ­დან შე­ი­ტყობთ.

მა­რი­ნა ხო­რა­ვა:

- ბავ­შვო­ბი­დან ვხა­ტავ. სახ­ლში მთე­ლი კედ­ლე­ბი მო­ხა­ტუ­ლი მქონ­და და არა­ვინ მიშ­ლი­და. დედა ფარ­დებს გა­სა­რე­ცხად რომ ჩა­მოხ­სნი­და, მე და ჩემი და ვი­ხელ­თებ­დით ხოლ­მე და ტან­ზე შე­მო­ვიხ­ვევ­დით. ჩვენ­თვის თი­თო­ე­უ­ლი ოთა­ხი, პი­რო­ბი­თად, სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და და ასე ფუ­ფა­ლე­ბი­ვით დავ­დი­ო­დით ქვეყ­ნი­დან ქვე­ყა­ნა­ში... დედა, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მკაც­რი ქალი იყო და მხო­ლოდ სწავ­ლის­კენ მოგ­ვი­წო­დებ­და, ამას არ გვიშ­ლი­და - შე­ზღუდ­ვა არ გვქო­ნია...

სკო­ლა­ში მედ­ლის კან­დი­და­ტი ვი­ყა­ვი და მა­შინ ასე იყო - ყვე­ლა მე­და­ლო­სა­ნი სა­მე­დი­ცი­ნო­ზე აბა­რებ­და, მე მსა­ხი­ო­ბო­ბა მინ­დო­და. მშობ­ლე­ბი არც ამა­ში მე­წი­ნა­აღ­მდე­გე­ბოდ­ნენ... მსა­ხი­ო­ბი ირაკ­ლი უჩა­ნე­იშ­ვი­ლი ბე­ბი­ა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლი იყო და და­მეხ­მა­რა, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში შტატ­გა­რე­შე მსა­ხი­ო­ბად მოვ­წყო­ბი­ლი­ყა­ვი... თე­ატ­რში, სამ­სა­ხუ­რის და­სა­წყე­ბად რომ მი­ვე­დი, უეც­რად გა­და­ვი­ფიქ­რე. უარი ვუ­თხა­რი და წა­მო­ვე­დი. გა­ოც­დნენ.

მერე ჩემ­მა ნა­თე­სავ­მა მი­თხრა - შენი ად­გი­ლი სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ა­შია მო­დე­ლი­რე­ბის გან­ხრი­თო. დავ­ფიქ­რდი და აკა­დე­მი­ა­ში ჩა­ბა­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. ოღონდ, 5 წელი ვა­ბა­რებ­დი. მა­შინ იქ მოხ­ვედ­რა ცოტა სხვა­ნა­ი­რად ხდე­ბო­და... მაგ­რამ მე­ხუ­თე წელს, როცა სას­წავ­ლე­ბელ­ში ცკ-ს კო­მი­სია დაჯ­და, ცოდ­ნა და­ფას­და და 5-ებით მოვ­ხვდი. სა­ერ­თოდ, დე­დის მად­ლი­ე­რი ვარ - სწორ გზა­ზე და­მა­ყე­ნა... დღეს ის ძა­ლი­ან მაკ­ლია და მე­ნატ­რე­ბა... ადრე წა­ვი­და...

- ალ­ბათ აქ­ტი­უ­რი სტუ­დენ­ტი იყა­ვით?

- კი, კარ­გად ვსწავ­ლობ­დი. ამას­თან, 80-ია­ნე­ბის ბოლო იყო, კო­მუ­ნის­ტე­ბის პე­რი­ო­დი და ჩვე­ნე­ბე­ბი უცხო­ეთ­შიც გვქონ­და ხოლ­მე... აკა­დე­მი­ის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ სა­მუ­შა­ოდ ფაბ­რი­კა­ში წა­ვე­დი. აკა­დე­მი­ის „გაპ­რან­ჭუ­ლი“ სი­ტუ­ა­ცი­ი­დან ფაბ­რი­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყოფ­ნა, ახალ­გაზ­რდა გო­გოს­თვის დეპ­რე­სი­უ­ლიც კი იყო. მაგ­რამ მი­ზა­ნი მქონ­და, სა­კუ­თა­რი წარ­მო­ე­ბის შექ­მნა მინ­დო­და და ამ ყვე­ლაფ­რის სწავ­ლა. ფაბ­რი­კი­დან უნ­გრეთ­ში, კერ­ძოდ, ბუ­და­პეშ­ტში წა­ვე­დი, სა­დაც ვმუ­შა­ობ­დი და ვსწავ­ლობ­დი. ამე­რი­კე­ლე­ბი­სა და იტა­ლი­ე­ლე­ბის წარ­მო­ე­ბა იყო, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ვი­მაღ­ლებ­დი. ხელ­ფა­სიც ძა­ლი­ან მა­ღა­ლი მქონ­და და თან სა­უ­კე­თე­სო პი­რო­ბე­ბი იყო... მერე გა­ვი­გე, რომ ჩემი ხელ­წე­რა, რა­საც ვა­კე­თებ­დი, თურ­მე მოს­წონ­დათ და უნ­დო­დათ იტა­ლი­ის­კენ ან ამე­რი­კის­კენ გა­და­ვეს­რო­ლეთ. მა­შინ საბ­ჭო­თა კავ­ში­რის სა­ელ­ჩოს ვე­კუთ­ვნო­დით და უარი თქვეს. ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი, რუსი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, დამ­ტო­ვებ­დნენ - ასე და­მი­ხუ­რეს მო­მა­ვა­ლი...

ჩემი ქმა­რი კი სულ იმას მე­უბ­ნე­ბა, კი­დევ კარ­გი არ დაგ­ტო­ვეს, ხომ არ გა­გიც­ნობ­დიო. მე არ ვე­თან­ხმე­ბი - თუ ბედი იყა­ვი, ამე­რი­კა­შიც და იტა­ლი­ა­შიც შევ­ხვდე­ბო­დით-მეთ­ქი...

- რა იყო თქვე­ნი პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია სა­ქარ­თვე­ლო­ში?

- პირ­ვე­ლი კო­ლექ­ცია აკა­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში იყო. კა­თედ­რის გამ­გე, სრულ თა­ვი­სუფ­ლე­ბას გვაძ­ლევ­და და პირ­ვე­ლად მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი კო­ლექ­ცია შევ­ქმე­ნი. ამის გამო კი­ნა­ღამ გამ­რი­ცხეს. საბ­ჭო­თა პე­რი­ო­დი იყო და მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი კო­ლექ­ცია, ეს ფორ­მე­ბი მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლებ­ში თუ გვქონ­და ნა­ნა­ხი. სა­ტი­ნის ნაჭ­რე­ბი აკა­დე­მი­ას­თან, ქსო­ვი­ლე­ბის მა­ღა­ზი­ა­ში ვი­ყი­დე. მი­ლი­ტა­რის­ტუ­ლი ლა­ქე­ბი დავ­ხა­ტე, ერთი კვი­რა ვხა­ტავ­დი, 8 მო­დე­ლი შევ­ქმე­ნი. სა­ბო­ლო­ოდ ჩემი გა­რი­ცხვის ამ­ბა­ვი კარ­გად დას­რულ­და. აკა­დე­მი­ის კომ­კავ­ში­რის მდი­ვა­ნი ზაზა შენ­გე­ლია იყო, - ნუ გე­ში­ნია, არა­ვინ გაგ­რი­ცხავს, წარ­ჩი­ნე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ხარო. არ გამ­რი­ცხეს, წარ­მა­ტე­ბუ­ლი სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და აკა­დე­მი­ა­ში დავ­რჩი. (გააგრძელეთ კითხვა)