"მოულოდნელად ჰოპ დაიძახეს და გადაცემა დახურეს... გაგეცინებათ" - რას წერს რუსკა მაყაშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ? - კვირის პალიტრა

"მოულოდნელად ჰოპ დაიძახეს და გადაცემა დახურეს... გაგეცინებათ" - რას წერს რუსკა მაყაშვილი "რუსთავი 2"-ის დატოვების შემდეგ?

"რუს­თა­ვი 2“-ზე გა­და­ცე­მა „ურუს­კე­სი“ და­ი­ხუ­რა. ინ­ფორ­მა­ცი­ას თა­ვად ტე­ლე­წამ­ყვა­ნი აქ­ვეყ­ნებს. რუს­კას თქმით, ახა­ლი სე­ზო­ნის­თვის მზა­დე­ბა მი­დი­ო­და, რო­დე­საც მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­უ­ძა­ხეს და უთხრეს, რომ გა­და­ცე­მა აღარ გაგ­რძელ­დე­ბო­და.

რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი:

- ჩემი გა­და­ცე­მა Uruskesi • ურუს­კე­სი, რო­მე­ლიც Rustavi 2 • რუს­თა­ვი 2-ზე გა­დი­ო­და და რომ­ლის მე­ო­რე სე­ზო­ნი დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი, მზა­დე­ბა და­წყე­ბუ­ლი და ჩა­წე­რის დღე და­ნიშ­ნუ­ლი იყო, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჰოპპ და­ი­ძა­ხეს და და­ხუ­რეს, მი­ზე­ზებ­ზე არ ვი­ლა­პა­რა­კებ, გა­გე­ცი­ნე­ბათ, ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას­თან სა­უბ­რის შემ­დეგ მი­ვი­ღე სხვა შე­მო­თა­ვა­ზე­ბა რ2-ის­გან, თუმ­ცა ბევ­რი ფიქ­რის შემ­დეგ გა­დავ­წყვი­ტე, აღარ ვი­თა­ნამ­შრომ­ლო "რუს­თა­ვი 2"-თან!

ჩემი მად­ლო­ბა მინ­და ვუ­თხრა ორ ადა­მი­ანს - გი­ორ­გი ხა­ბუ­რძა­ნი­ას და დემ­ნა ჯა­ფა­რი­ძეს, რომ­ლებ­თა­ნაც 2015 წლი­დან ვმუ­შა­ობ­დი და ბევ­რი რამ მას­წავ­ლეს. დავ­ყვე­ბო­დი და და­მა­ტა­რებ­დნენ ყველ­გან, სა­დაც მი­დი­ოდ­ნენ, წა­ვიყ­ვა­ნე ყვე­ლა სა­ერ­თა­შო­რი­სო, დიდი მეგა-შოუ სწო­რედ მათი წყა­ლო­ბით, შე­სა­ბა­მი­სად, ვთვლი, რომ რად­გან ამ­დე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა მომ­ცეს, თა­ვა­დაც კმა­ყო­ფი­ლე­ბი იყ­ვნენ ჩე­მით!!! დიდი მად­ლო­ბა მათ და მთლი­ა­ნად ნოვა პრო­დაქ­შე­ნის გუნდს!გრძელ­ცხვი­რა და თმა­გაშ­ლი­ლი თქვე­ნი რუს­კა მა­ყაშ­ვი­ლი!

P.S ცალ­კე უდი­დე­სი მად­ლო­ბა ჩემს ნა­ტა­ლი­ას და მაგ­დას...