"დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა" - რა განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ - კვირის პალიტრა

"დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა" - რა განაცხადა გაერთიანებული სამეფოს მეფემ

გაერთიანებული სამეფოს მეფემ, ჩარლზ III-მ ხელი მოაწერა ფიცს, რომ დაიცავს შოტლანდიის ეკლესიის უსაფრთხოებას. მეფის შემდეგ ფიცს ხელი მოაწერეს დედოფალმა-კონსორტმა კამილამ და უელსის პრინცმა უილიამმა. ამის შემდეგ მეფე ჩარლზ III-მ განცხადება გააკეთა და პირობა დადო, რომ დარჩენილ ცხოვრებას იმ მოვალეობის შესრულებას მიუძღვნის, რაც დაეკისრა.

„დედაჩემმა სამარადჟამო სიყვარულისა და თავგანწირული სამსახურის მაგალითი მოგვცა. დედაჩემის ტახზე ყოფნა შეუდარებელი იყო თავისი ხანგრძლივობით, თავდადებითა და ერთგულებით. მადლობას ვუხდით ამ ყველაზე კეთილსინდისიერი ცხოვრებისთვის. ღრმად ვაცნობიერებ ამ ღრმა მემკვიდრეობას და იმ მძიმე მოვალეობებსა და პასუხისმგებლობებს, რომლებიც ახლა მე გადმომეცა. იმ მძიმე ამოცანის შესრულებას, რომელიც დამეკისრა, მთელ ჩემს დარჩენილ ცხოვრებას მივუძღვნი. ვლოცულობ, ყოვლის შემძლე ღმერთის მიერ წინამძღოლობის გაწევისა და დახმარებისთვის“, - აღნიშნა გაერთიანებული სამეფოს მეფემ.