დათის დედა იერუსალიმიდან ახალ ფოტოს აქვეყნებს
შარტავას ქუჩაზე ავარიისას დაშვებული დათი ქოქრაშვილის დედა სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს იერუსალიმიდან აქვეყნებს.
რამდენიმე დღის წინ, ის სოციალურ ქსელში დათის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე პოსტს აქვეყნებდა:
"დღეს დათიკო გვყავდა კონსულტაციაზე მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან რეაბილიტაციის ცენტრ ლევინშტეინში. საბოლოოდ გადაგვიწურეს იმედი პროთეზის დაყენებაზე… იმპლანტის ჩადგმაც წარმოუდგენელია, ფიზიკურად არაფერია რაზე უნდა მიმაგრდესო. არც ამათ ჰქონიათ მსგავსი შემთხვევა, ისევე როგორც გერმანიაში გვითხრეს მორიდებით. არსად წერია, არსად გვისწავლია და არ ვიცით, რა შეიძლება გაკეთდესო. დაჯდომაც პრობლემაა რადგან შინაგან ორგანოებს არაფერი იცავს და შეიძლება დაზიანდესო… ტყუილად მეგონა, რომ მედიცინა სასწაულებს ახდენს ამ ეპოქაში…არადა, დათიკო დღეებს ითვლიდა ტრანსფორმერობამდე".