უკრაინელმა სამხედროებმა გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს - კვირის პალიტრა

უკრაინელმა სამხედროებმა გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს

ხარკოვის ოლქში, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ქალაქ ბალაკლეიაში უკრაინის დროშა აღმართეს, - ამის შესახებ ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ოლეგ სინეგუბოვი „ტელეგრამში“ წერს.

„დღეს, სამხედროებმა, უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ხელმძღვანელობით, უკრაინის დროშა აღმართეს“, - წერს სინეგუბოვი.