ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს - კვირის პალიტრა

ქუთაისში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ქუთაისში, შერშვაშიძის ქუჩაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, მამაკაცი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა. თვითმხილველების თქმით, უცნაური ხმა შემოესმათ, ადგილზე კი ახალგაზრდა კაცის ცხედარი დახვდათ.

მოსახლეობამ ცხედრის იდენტიფიცირება ვერ მოახერხა, სავარაუდოდ, ის ადგილობრივი არ არის. ადგილზე კრიმინალური და საპატრულო პოლიციაა მობილიზებული.