უკრაინელი დამცველები ვიდეოს ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ უკვე იზიუმში იმყოფებიან - მედია - კვირის პალიტრა

უკრაინელი დამცველები ვიდეოს ავრცელებენ, სადაც აცხადებენ, რომ უკვე იზიუმში იმყოფებიან - მედია

რუსმა ჯარისკაცებმა ქალაქი იზიუმი და ხარკოვის ოლქის სხვა დასახლებები დატოვეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკის“ ინფორმაციის მინისტრის პირველი მოადგილე დანილ ბესონოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

”დიახ, რუსმა ჯარისკაცებმა დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკოვის მიმართულებით სხვა დასახლებები. რა თქმა უნდა, ეს ცუდია“, - წერს ბესონოვი „ტელეგრამზე“.

მოგვიანებით, 25-ე ცალკეულმა საჰაერო სადესანტო ბრიგადამ გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც უკრაინელი დამცველები აცხადებენ, რომ ისინი იზიუმში იმყოფებიან.