ემოციური კადრები სტადიონიდან - ხვიჩა კვარაცხელიას აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს: რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე? - კვირის პალიტრა

ემოციური კადრები სტადიონიდან - ხვიჩა კვარაცხელიას აგვისტოს საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადასცეს: რა ხდებოდა მატჩის დაწყებამდე?

სე­რია A-ს მე-6 ტურს "ნა­პო­ლი­სა" და "სპე­ცი­ას" მატ­ჩი გა­იხ­სნა. გუნ­დე­ბის შეხ­ვედ­რის და­წყე­ბამ­დე იტა­ლი­ის ჩემ­პი­ო­ნა­ტის აგ­ვის­ტოს თვის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლი, ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლია სპე­ცი­ა­ლუ­რი ჯიდ­ლო­თი და­ა­სა­ჩუქ­რეს.

ქარ­თველ­მა შემ­ტევ­მა ნა­ხე­ვარმცველ­მა გა­სულ თვე­ში 4 შეხ­ვედ­რა­ში მი­ი­ღო მო­ნა­წი­ლე­ო­ბა და 3 გოლი გა­ი­ტა­ნა. კვა­რა­ცხე­ლი­ამ 2 გოლი "მონ­ცას" გა­უ­ტა­ნა, ხოლო 1 - "ვე­რო­ნას".

ცნო­ბის­თვის, კვა­რა­ცხე­ლი­ამ თვის სა­უ­კე­თე­სო ფეხ­ბურ­თე­ლის წო­დე­ბის­თვის "რო­მას" მო­თა­მა­შეს, პა­უ­ლო დი­ბა­ლას, "ატა­ლან­ტას" ნა­ხე­ვარმცველს, ტეუნ კოპ­მა­ი­ნერსს, "ინ­ტე­რის" შემ­ტევს, ლა­უ­ტა­რო მარ­ტი­ნესს და "იუ­ვენ­ტუ­სის" თავ­დამ­სხმელს, დუ­შან ვლაჰო­ვიჩს აჯო­ბა.