"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო) - კვირის პალიტრა

"ყინულმა დნობა დაიწყო..." - ჰარი და მეგანი უინძორების სასახლეში მივიდნენ: როგორ დახვდნენ მეამბოხე პრინცსა და მის მეუღლეს ადგილზე შეკრებილები? (ფოტო)

პრინ­ცე­ბი ჰარი და ული­ა­მი, მათი ცო­ლე­ბი, მე­გა­ნი და ქე­ი­თი დე­დო­ფალ ელი­სა­ბე­დის სიკ­ვდილ­მა ისევ გა­ა­ერ­თი­ა­ნა. სა­მე­ფო სახ­ლის წყა­რო­ე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ის­ტო­რი­უ­ლი შეხ­ვედ­რა შედ­გა, მას შემ­დეგ, რაც უი­ლი­ამ­მა მისი ძმა და ცოლი სა­სახ­ლე­ში მი­იწ­ვია.

uindzorebidf-79832-1662838746.jpg

მეფე ჩარლზ III-ის ვა­ჟე­ბი, პრინ­ცი უი­ლი­ა­მი და ჰარი ცო­ლებ­თან ქეით მიდლტონ­თან და მე­გან მარ­კლის­თან ერ­თად, შავ ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლე­ბი დღეს სა­ღა­მოს უინ­ძო­რის სა­სახ­ლე­ში მი­ვიდ­ნენ. მა­ნამ­დე კი გა­რეთ შეკ­რე­ბილ­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბამ და­ი­ნა­ხა, რო­გორ გად­მო­ვი­და ორი­ვე წყვი­ლი მან­ქა­ნი­დან და რამ­დე­ნი­მე წუ­თის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­სახ­ლის კა­რიბ­ჭის მიღ­მა და­დე­ბუ­ლი ყვა­ვი­ლე­ბის ზღვა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს.

uindzorebidf6f-79894-1662838746.jpg

უელ­სის პრინცსა და პრინ­ცე­სას და სა­ს­ექ­სის ჰერ­ცოგ­სა და ჰერ­ცო­გი­ნი­ას იქვე შეკ­რე­ბი­ლი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი აპ­ლო­დის­მენ­ტე­ბით შეხ­ვდნენ. უცხო­უ­რი მე­დია წერს, რომ ხალ­ხმა დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დო მე­გა­ნის გა­მოწ­ვე­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რა­მაც თა­ვის დრო­ზე სა­მე­ფო ოჯა­ხის მყუდ­რო­ე­ბა და­არ­ღვია და მო­ნარ­ქია ყვე­ლა­ზე მძი­მე, კრი­ზი­სულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­აგ­დო. (გააგრძელეთ კითხვა)