უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ნოვა კახოვკასთან რუსული ბორანი გაანადგურეს - კვირის პალიტრა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ნოვა კახოვკასთან რუსული ბორანი გაანადგურეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ქალაქ ნოვა კახოვკასთან რუსული ბორანი გაანადგურეს. ინფორმაციას მედია უკრაინის სამხრეთის ოპერატიულ სარდლობაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე თქმით, დაზიანების შედეგად ოკუპანტების ბორანი „გამოუსადეგარია".

უკრაინული მედიის ცნობით, 10 სექტემბერს ხერსონის რაიონში რუსულმა ძალებმა შემდეგი დანაკარგები განიცადეს: 80 სამხედრო მოსამსახურე, 8 ტანკი, 17 ჯავშანმანქანა, „Msta-B“ ჰაუბიცა, „Orlan-10“ უპილოტო საფრენი აპარატი. გარდა ამისა, გაანადგურეს სამხედრო აღჭურვილობის 3 საწყობი მიკოლაივის, ხერსონისა და ბერისლავის რაიონებში.

10 სექტემბერს რუსეთის არმიამ 20 საჰაერო დარტყმა განახორციელა კონტაქტის ხაზზე. რის საპასუხოდაც, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 10 დარტყმა განახორციელეს.

"ინტერპრესნიუსი"