თბილისში ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი - კვირის პალიტრა

თბილისში ორი სუპერმარკეტი დააყაჩაღეს - მხილებულია ორი არასრულწლოვანი

თბილისში, თამარ მეფის გამზირზე მდებარე "სპარისა“ და "ლიბრეს“ მაღაზიებში ორი არასრულწოვანი პირი შეიჭრა. შემთხვევა დღეს დილით მოხდა. არასრულწლოვნები სუპერმარკეტებში თანხის, სასმელისა და სიგარეტის წაღების მიზნით შევიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ორივე არასრულწლოვანი უკვე მხილებულია. გამოძიება სსკ-ის ორი მუხლით - 177-ე [ქურდობა] და 179-ე [ყაჩაღობა] მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"