"აქ ძვირფასი ვარდისფერი მოზაიკაა დაგებული, რომლითაც მისი მფლობელის განსაკუთრებულობა დასტურდება" - კვირის პალიტრა

"აქ ძვირფასი ვარდისფერი მოზაიკაა დაგებული, რომლითაც მისი მფლობელის განსაკუთრებულობა დასტურდება"

რას არ აკეთებდნენ საქართველოს დამპყრობლები, რომ ხელიდან არ გავსხლტომოდით, მაგრამ არაფერი შველოდათ - მტერს ყოველთვის თავს ვაღწევდით…და სხვა დამპყრობელთან ბრძოლაში ვძლიერდებოდით. ალბათ, არ არსებობს რომის იმპერიაზე ძლიერი იმპერია და არც რომაელების აგებულ ციხესიმაგრეებზე მტკიცე ნაგებობაა ბევრი, მათ შორის - საქართველოშიც, მაგრამ რომის იმპერიაც წყალს გაჰყვა, თუმცა ჩვენთან დარჩა რომაელთა დიდების­ კვალი - დიდებული გონიოს ციხე. პოლონურ-ქართულმა ექსპედიციამ აქ ახლახან რომაელი მხედართმთავრის ბრწყინვალე სასახლის ნაშთი აღმოაჩინა, მდიდრული ვარდისფერი მოზაიკით. ნუთუ ძლევამოსილი რომაელები შორ ქვეყნებში მყოფ მეომრებსაც მდიდრულ სასახლეებს უგებდნენ? თუმცა, რატომაც არა, რომი ხომ მთვრალი იყო ფუფუნებით! გვესაუბრება გონიოს ექსპედიციის ხელმძღვანელი შოთა მამულაძე.

- საინტერესოა, როგორ გამოჩნდნენ რომაელები გონიოში და ან როგორ შეძლეს სამხედრო ნაწილში ისეთი ფუფუნებით ცხოვრება, როგორის ნაშთიც გონიოში ნახეთ?

- რომაელები საქართველოში ქრისტესშობამდე, ანუ ძვ. წ. 65 წელს გამოჩნდნენ. მათ რომაული არმიის ძლევამოსილი სარდალი გნეუს პოპეუსი მოუძღოდათ. მან ჯერ პონტო და სომხეთი დაამარცხა, მერე მოადგა ჩვენს ქვეყანას. როგორც ისტორია მოგვითხრობს, პომპეუსთან ბრძოლაში 9000 ქართველი მეომარი გმირულად დაეცა. Aამ თავგანწირვამ ქართლის მეფეს მეფობისა და ქვეყნის შენარჩუნების საშუალება მისცა, თუმცა ქართველებს­ არც შემდგომ დაუხრიათ თავი რომაელებისათვის. ისე ამაყად და ღირსეულად იქცეოდნენ, რომ რომის იმპერატორმა Aანტონიუს პიუსმა ცხენზე ამხედრებული ფარსმან IIII-ს ქანდაკება რომის ცენტრალურ მოედანზეც კი დაადგმევინა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, აქაც რამდენჯერმე აუჯანყდნენ რომაელებს.­ სწორედ ასეთი­ წინააღმდეგობის გამო იდგა რომაული გარნიზონები საქართველოში, მათ შორის - გონიოს ციხეში. ჩვენ მათ ნაშთს 1995 წლიდან ვსწავლობთ სხვადასხვა უცხოურ ექსპედიციასთან ერთად. ბოლო დროს პოლონელებთან ერთად ვიმუშავეთ, აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დახმარებით. ეს ციხე საოცარია თავისი 44 460 მ2 ფართობითა და გალავნის 18 კოშკით. ამ ციხიდანაც აკონტროლებდნენ რომაელები თავიანთი იმპერიის ზღვისპირა საზღვრებს, ვიდრე ტრაპიზონიდან დიოსკურიამდე. რომს ეკუთვნოდა აზია-ევროპის უდიდესი ნაწილი, საიდანაც ფუფუნებას ისრუტავდა, იმპერიის საზღვრებს კი ძლევამოსილი მეომრებით აკონტროლებდა, ისევე როგორც გონიოს ციხიდან. ამ ციხეში რომს ხუთი გარნიზონი ჰყავდა, რომლებიც მუდამ მზად იყვნენ რომის ინტერესების დასაცავად. თავის მეომრებს რომი გულმოდგინედ უვლიდა. გონიოს ციხეში მათი არაერთი ნაგებობის ნაშთია აღმოჩენილი, საცხოვრებლით დაწყებული, საკანცელარიო და სანიტარიულ-ჰიგიენური შენობების ჩათვლით.

gonio2-1662914432.jpg

- საკანცელარიო ნივთებიც იპოვეთ?

- რა თქმა უნდა - სამელნეები, მათთან ერთად კი კერამიკის საყოფაცხოვრებო ნივთები, თუმცა ყველაზე საოცარი გარნიზონის მეთაურის სასახლეა, რომელიც ბოლო პერიოდში გონიოს ციხის ჩრდილოეთ ნაწილში აღმოვაჩინეთ. Aაქ ძვირფასი ვარდისფერი მოზაიკაა დაგებული, რომლითაც მისი მფლობელის განსაკუთრებულობა დასტურდება.

- საოცარია, რომ რომი, სადაც ჯარისკაცები სპარტანულად იზრდებოდნენ, სამხედრო ნაწილებში ფუფუნებით ცხოვრობდნენ, Eთუნდაც ეს გარნიზონის მეთაურის ყოფილიყო.

- მეთაურის სასახლეში 72 კვმ მხოლოდ აბაზანა აღმოვაჩინეთ, რომელიც ვარდისფერი მოზაიკით იყო მოპირკეთებული, რაც იმ დროისთვისაც ძვირად ღირებული არქიტექტურული სამშვენისი გახლდათ. ამიტომაც ვიფიქრეთ, რომ ეს მოზაიკა მეთაურის სასახლეში უფრო დიდი წოდების კაცისთვის იყო დაგებული, რომელიც მსგავს­ გარნიზონებს დროდადრო სტუმრობდა რომიდან და მეთაურის სასახლეში ბინავდებოდა. ეს უნდა ყოფილიყო კაბადოკიის მმართველი და ფილოსოფოსი ფლავისუ არიანე, რომელმაც იმპერატორ ადრიანეს დავალებით 131 წელს მოიარა და აღწერა შავიზღვისპირეთის რომაული კოლონიები, მათ შორის - გონიოს ციხის რომაული გარნიზონის ცხოვრებაც.

- ჩვენთვისაც დაუტოვებია არიანეს საქართველოს ისტორიის ნაწილი, სიმბოლოდ იმისა, რომ "წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან". წავიდნენ რომაელები, მაგრამ ჩვენ ისევ ვდგავართ.

- დიახ, ასეა. სწორედ ამის ნიშნად დგას გონიოს ციხეც და ამ ამბებზე მოგვითხრობს.

ეთერ ერაძე