"მსა­ხი­ობს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და..." - რას ამბობს ოჯახის ახლობელი - კვირის პალიტრა

"მსა­ხი­ობს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და..." - რას ამბობს ოჯახის ახლობელი

ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მსა­ხი­ო­ბი მი­ხე­ილ (მიშა) გო­მი­აშ­ვი­ლი 61 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ambebi.ge-ს ეს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი მის­მა მე­უღ­ლემ ქეთი კა­ლან­და­ძემ და­უ­დას­ტუ­რა. რო­გორც ოჯა­ხის ერთ-ერ­თმა ახ­ლო­ბელ­მა გვი­თხრა, მსა­ხი­ობს გუ­ლის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და მკურ­ნა­ლო­ბას კლი­ნი­კა­ში გა­დი­ო­და, სა­დაც გარ­და­იც­ვა­ლა.

მი­ხე­ილ გო­მი­აშ­ვი­ლი 1961 წლის 23 მარტს და­ი­ბა­და. და­ამ­თავ­რა სა­ქარ­თვე­ლოს შოთა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი­სა და კი­ნოს სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტე­ტი (ლილი იო­სე­ლი­ა­ნის სა­ხე­ლოს­ნო). მუ­შა­ობ­და "მე­ტე­ხის თე­ატ­რში". 1996 წლი­დან მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბია. თე­ატ­რში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი რო­ლე­ბი: პრო­ფე­სო­რი (ამე­ლი ნო­ტო­მი "საწ­ვა­ვი", რე­ჟი­სო­რი თათა პო­პი­აშ­ვი­ლი), ქარ­თლო­სი (მ. დო­ლი­ძე "მდგმუ­რე­ბი", რეჟ. კან­დიდ გურ­გე­ნი­ძე), მსა­ხი­ო­ბი (ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი "ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა სიზ­მა­რია", რეჟ. ავთო ვარ­სი­მაშ­ვი­ლი), მა­ცხო­ვა­რი (ილია ჭავ­ჭა­ვა­ძე "გან­დე­გი­ლი" , რეჟ. სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი), დი­უპ­რე (პე­ტერ ვა­ი­სი "მა­რატ-სად"-ის მი­ხედ­ვით "დი­რექ­ტო­რი აბა­ზა­ნა­ში", რე­ჟი­სო­რი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი), ან­ტო­ნა (და­ვით კლდი­აშ­ვი­ლი "უბე­დუ­რე­ბა" რე­ჟი­სო­რი სან­დრო მრევ­ლიშ­ვი­ლი), ნი­კო­ლო­ზი (ლაშა თა­ბუ­კაშ­ვი­ლი "თოვ­ლი­ვით თეთ­რი თოვ­ლი" რე­ჟი­სო­რი ან­დრო ენუ­ქი­ძე), ექი­მი ეს­ტერ­მარ­კი (ავ­გუსტ სტრინ­დბერ­გი "მამა", რეჟ. თე­მურ ჩხე­ი­ძე) და სხვ.

მი­ღე­ბუ­ლი აქვს „ოქ­როს ნი­ღა­ბის“ სა­ერ­თა­შო­რი­სო თე­ატ­რა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის გრან-პრი სპექ­ტაკ­ლებ­ში „მამა“ და „ART-ხე­ლოვ­ნე­ბა“.

Kvirispalitra.ge ღრმა მწუ­ხა­რე­ბას გა­მოთ­ქვამს მსა­ხი­ო­ბის გა­დაც­ვა­ლე­ბის გამო და უსამ­ძიმ­რებს ოჯახ­სა და ახ­ლობ­ლებს