"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ჟურნალისტ ვახო სანიას დამოკიდებულება ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიას მისამართით საყოველთაოდ ცნობილია. მან ჯერ კიდევ ივლისში ფეხბურთელის "ნაპოლიში“ გადასვლისას დაწერა პოსტი, სადაც კვარაცხელიას პასუხი რუსეთის თაობაზე დასმული კითხვზე, გააკრიტიკა.
"ქართველს, ოკუპირებული ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფეხბურთელს, უკრაინაზე რომ გკითხავენ და იტყვი, პოლიტიკაში არ ვერევიო, "ნაპოლიში" კი არა, "რეალში" რომ ითამაშო, მაგრად მკიდია უკვე. ამის გამო ერთხელ კრიტიკული სტატუსი დავწერე. მერე ვიფიქრე, იქნებ ბათუმში გადასვლის შემდეგ მაინც თქვას-მეთქი რამე და ცოტა შევარბილე. ისევ ხმა არ ამოიღო. ახლა იტალიაშია, ჟურნალისტებმა შეკითხვა დაუსვეს და იქაც კრინტი ვერ დაძრა პუტინზე.
არ ვიცი, რა ვალდებულებები აქვს ასეთი რუსულ კლუბთან, მაგრამ მართლა ვერ ვუგულშემატკივრებ, სანამ მკაფიო პოზიცია არ ექნება უკრაინაზე. ფეხბურთი ბოროტებაზე თვალის დახუჭვას არ ნიშნავს. ფეხბურთი პოლიტიკისგან არ იმიჯნება", - წერდა იმჟამად სანაია.
ამ სტატუსის შემდეგ, სანაიას კვარაცხელიას ფანები სოციალურ ქსელში აკრიტიკებენ.ის საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკრიტიკა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემც, რომელმაც განაცხადა, რომ ვახო სანაია და მიშა მშვილდაძე ხვიჩაზე მაგარი თავდამსხმელები ვერასოდეს გახდებიან... შეურაცხმყოფელი პოსტები თვეებია გრძელდება და კვარაცხელიას თამაშისას და გოლის გატანისას, სანაიას ონლაინბულინგი ისევ თავიდან იწყება. სწორედ ამ საკითხე ისაუბრა გუშინ გადაცემაში ჟურნალისტმა, რომელმა განაცხადა, რომ მას კოლეგებიც არ ეთანხმებიან...
ვახო სანაია:
"მთავარ არხზე“ გამოვიდა რამდენიმე თვის ჟურნალისტებმა ფეხბუბთელზე რაღაც კრიტიკული თქეს, ესეც დაიმახსოვრეს, შემდეგ "ტვ პირველზე“ დადეს რაღაც ქარდი კვარაცხელიაზე, ეგეც ხელზე დაიხვიეს, კარგი ჩემი ამბავი გასაგებია, მიშა მშვილდაძეს რა ერჩიან არ ვიცი... ირაკლი კობახიძეზე მეტად მიშა მშვილდაძემ დამმგო, მაგრამ მაინც მასაც მიაკერეს ეს ამბავი... გააგრძელეთ კითხვა