"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე? - კვირის პალიტრა

"პოზიცია არ შემიცვლია... კვარაცხელია ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ მე ფეხბურთელზე არ მაქვს საუბარი, მის სამოქალაქო პოზიციაზე ვსაუბრობ" - რას აცხადებს ვახო სანაია ხვიჩა კვარაცხელიაზე?

ჟურ­ნა­ლისტ ვახო სა­ნი­ას და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ფეხ­ბურ­თელ ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას მი­სა­მარ­თით სა­ყო­ველ­თა­ოდ ცნო­ბი­ლია. მან ჯერ კი­დევ ივ­ლის­ში ფეხ­ბურ­თე­ლის "ნა­პო­ლი­ში“ გა­დას­ვლი­სას და­წე­რა პოს­ტი, სა­დაც კვა­რა­ცხე­ლი­ას პა­სუ­ხი რუ­სე­თის თა­ო­ბა­ზე დას­მუ­ლი კი­თხვზე, გა­აკ­რი­ტი­კა.

"ქარ­თველს, ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის ეროვ­ნუ­ლი ნაკ­რე­ბის ფეხ­ბურ­თელს, უკ­რა­ი­ნა­ზე რომ გკი­თხა­ვენ და იტყვი, პო­ლი­ტი­კა­ში არ ვე­რე­ვიო, "ნა­პო­ლი­ში" კი არა, "რე­ალ­ში" რომ ითა­მა­შო, მაგ­რად მკი­დია უკვე. ამის გამო ერთხელ კრი­ტი­კუ­ლი სტა­ტუ­სი დავ­წე­რე. მერე ვი­ფიქ­რე, იქ­ნებ ბა­თუმ­ში გა­დას­ვლის შემ­დეგ მა­ინც თქვას-მეთ­ქი რამე და ცოტა შე­ვარ­ბი­ლე. ისევ ხმა არ ამო­ი­ღო. ახლა იტა­ლი­ა­შია, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა შე­კი­თხვა და­უს­ვეს და იქაც კრინ­ტი ვერ დაძ­რა პუ­ტინ­ზე.

არ ვიცი, რა ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს ასე­თი რუ­სულ კლუბ­თან, მაგ­რამ მარ­თლა ვერ ვუ­გულ­შე­მატ­კივ­რებ, სა­ნამ მკა­ფიო პო­ზი­ცია არ ექ­ნე­ბა უკ­რა­ი­ნა­ზე. ფეხ­ბურ­თი ბო­რო­ტე­ბა­ზე თვა­ლის და­ხუჭ­ვას არ ნიშ­ნავს. ფეხ­ბურ­თი პო­ლი­ტი­კის­გან არ იმიჯ­ნე­ბა", - წერ­და იმ­ჟა­მად სა­ნა­ია.

ამ სტა­ტუ­სის შემ­დეგ, სა­ნა­ი­ას კვა­რა­ცხე­ლი­ას ფა­ნე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აკ­რი­ტი­კე­ბენ.ის სა­პარ­ლა­მენ­ტო ტრი­ბუ­ნი­დან გა­აკ­რი­ტი­კა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" თავ­მჯდო­მა­რე ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემც, რო­მელ­მაც გა­ნა­ცხა­და, რომ ვახო სა­ნა­ია და მიშა მშვილ­და­ძე ხვი­ჩა­ზე მა­გა­რი თავ­დამ­სხმე­ლე­ბი ვე­რა­სო­დეს გახ­დე­ბი­ან... შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი პოს­ტე­ბი თვე­ე­ბია გრძელ­დე­ბა და კვა­რა­ცხე­ლი­ას თა­მა­ში­სას და გო­ლის გა­ტა­ნი­სას, სა­ნა­ი­ას ონ­ლა­ინ­ბუ­ლინ­გი ისევ თა­ვი­დან იწყე­ბა. სწო­რედ ამ სა­კი­თხე ისა­უბ­რა გუ­შინ გა­და­ცე­მა­ში ჟურ­ნა­ლის­ტმა, რო­მელ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას კო­ლე­გე­ბიც არ ეთან­ხმე­ბი­ან...

ვახო სა­ნა­ია:

"მთა­ვარ არხზე“ გა­მო­ვი­და რამ­დე­ნი­მე თვის ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ფეხ­ბუბ­თელ­ზე რა­ღაც კრი­ტი­კუ­ლი თქეს, ესეც და­ი­მახ­სოვ­რეს, შემ­დეგ "ტვ პირ­ველ­ზე“ და­დეს რა­ღაც ქარ­დი კვა­რა­ცხე­ლი­ა­ზე, ეგეც ხელ­ზე და­იხ­ვი­ეს, კარ­გი ჩემი ამ­ბა­ვი გა­სა­გე­ბია, მიშა მშვილ­და­ძეს რა ერ­ჩი­ან არ ვიცი... ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძე­ზე მე­ტად მიშა მშვილ­და­ძემ დამმ­გო, მაგ­რამ მა­ინც მა­საც მი­ა­კე­რეს ეს ამ­ბა­ვი... გააგრძელეთ კითხვა