"საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ - ეს იქნება ლუსტრაცია პარლამენტში, გაბედავს თუ არა ვინმე, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, უარი თქვას" - კვირის პალიტრა

"საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ - ეს იქნება ლუსტრაცია პარლამენტში, გაბედავს თუ არა ვინმე, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, უარი თქვას"

საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს დავუჭერთ - ეს იქნება ლუსტრაცია პარლამენტში, გაბედავს თუ არა ვინმე, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, უარი თქვას ამ კომისიის შექმნაზე, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლებამ თუ გამოძიება არ დაიწყო, ეს იქნება იმის ლუსტრაცია, "რომ "ქართულმა ოცნებამ" თავის მორჩილებაში მყოფ პროკურატურას არ მისცა ამის უფლება და ესეც სახელმწიფო ინსტიტუტებზე პოლიტიკური ზეწოლის მაჩვენებელი იქნება".

"როცა სუს - ის უფროსის ყოფილი მოადგილე აღიარებს, რომ შეხვედრაში მონაწილეობდა, მოწმეები ჰყავს და ამას აღიარებენ სუს- ის ოფიციალური თანამშრომლები, წარმოუდგენელია, რომ ეს საქმე რამენაირად ჩაიფარცხოს. ხელისუფლება ვალდებულია დღესვე დაიწყოს გამოძიება. ალბათ იკითხავთ, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ აღძრავს პროკურატურა საქმესო, მაგრამ თუ არ აღძრავს, ესეც საქმეა, ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ სახელმწიფოებრივ დანაშაულს პროკურატურა ხელს აფარებს. დადგება დრო და ამ ხელის დამფარებლების წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. რაც შეეხება დროებით საგამოძიებო კომისიას, ეს რა თქმა უნდა აუცილებელია და ბუნებრივია, ჩვენ მხარს დავუჭერთ, ეს იქნება თავისებური ლუსტრაცია პარლამენტში, გაბედავს თუ არა ვინმე, ვინც თავს ოპოზიციას უწოდებს, უარი თქვას ამ კომისიის შექმნაზე,"- განაცხადა გოცირიძემ.

პარტია "ლელო" ინიციატივით გამოდის, რომ საქართველოსა და რუსეთის სპეციალური სამსახურების სავარაუდო კავშირების თაობაზე საპარლამენტო საგამოძიებო კომისია შეიქმნას.

IPN