საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავარია მსხვერპლით დასრულდა - კვირის პალიტრა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავარია მსხვერპლით დასრულდა

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში ავარია მსხვერპლით დასრულდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი საპირისპიროდ მოძრავ ტრაილერს შეეჯახა. შემთხვევის დროს მანქანაში მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, 3 მგზავრი კი დაშავდა, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანი ბავშვი.

ადგილზე პოლიცია მუშაობს.