"ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი და მაჭარაშვილი დღესაც „ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ - დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში რომ გადასხდნენ, სადმე წასულები არიან?!" - კვირის პალიტრა

"ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი და მაჭარაშვილი დღესაც „ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ - დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში რომ გადასხდნენ, სადმე წასულები არიან?!"

ხუნდაძე, ყაველაშვილი, სუბარი და მაჭარაშვილი დღესაც „ქართული ოცნების" სახელით ლაპარაკობენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ უმრავლესობის სხდომას "ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ესწრებოდნენ.

მისი თქმით, ის ვერავის ხედავს წასულს.

„დარბაზში ერთი რიგიდან მეორეში რომ გადასხდნენ, სადმე წასულები არიან?! არსად წასულები არ არიან, ისინი ლაპარაკობენ "ოცნების" სახელით დღესაც,"- განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, კაჭრეთში, “ქართული ოცნების“ დეპუტატებისა და სამთავრობო გუნდის გასვლით სხდომაში “ქართული ოცნებიდან“ გასული ოთხი დეპუტატი მონაწილეობდა. როგორც მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ამ საკითხის კომენტირებისას აღნიშნა, ისინი სხდომაში უმრავლესობის დეპუტატების სახელით მონაწილეობდნენ. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობა ერთსუბიექტიანი აღარ არის და დღეს უმრავლესობა შედგება ფრაქცია „ქართული ოცნებისა“ და ოთხი დამოუკიდებელი დეპუტატისგან.

IPN