"ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ვხედავთ" - კვირის პალიტრა

"ვლადიმერ პუტინსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების პერსპექტივას ვერ ვხედავთ"

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მოლაპარაკებების წინაპირობები ამჟამად არ არსებობს.

„ამჟამად ვერ ვხედავთ მოლაპარაკების პერსპექტივას და ვაცხადებთ, რომ არ არსებობს რაიმე წინაპირობა ასეთი მოლაპარაკებებისთვის“, - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს, როდესაც მან უპასუხა შეკითხვას, ხედავს თუ არა კრემლი ახლა ასეთი მოლაპარაკებების შესაძლებლობას და მიიჩნევს თუ არა მათ საჭიროდ.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ ამ დროისთვის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებს არ აპირებს. მისი თქმით, არ დაელაპარაკება მათ, ვინც ულტიმატუმებს უყენებს.

IPN