"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ" - კვირის პალიტრა

"მინდა, მოგილოცოთ უკრაინის გამარჯვებები... რამდენიმე დღეში შეიძლება თვითონ მოსკოვში ჰქონდეთ არეულობა, იმ მარცხის გამო, რომელიც ახლა აქვთ"

ჭყონ­დი­დელ­მა მიტ­რო­პო­ლიტ­მა სტე­ფა­ნემ გუ­შინ მარ­ტვი­ლის ყოვ­ლად­წ­მინ­და ღვთის­მშობ­ლის მი­ძი­ნე­ბის სა­ხე­ლო­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში იქა­და­გა. სა­სუ­ლი­ე­რო პირ­მა უკ­რა­ი­ნას ომში მიღ­წე­უ­ლი გა­მარ­ჯვე­ვე­ბი მი­უ­ლო­ცა და გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სეთს ყვე­ლა­ფე­რი უკან და­უბ­რუნ­და ბუ­მე­რან­გი­ვით...

მე­უ­ფე სტე­ფა­ნე:

"მინ­და, მო­გი­ლო­ცოთ უკ­რა­ი­ნის გა­მარ­ჯვე­ბე­ბი, რე­ა­ლუ­რად დღეს უკვე რო­გორც ჩვენ ვხე­დავთ, უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს სე­რი­ო­ზუ­ლი წინსვლა და უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­ის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მე დიდი ხა­ნია ამის შე­სა­ხებ ვთქვი, რო­დე­საც ეს უგუ­ნუ­რი შე­ტე­ვა და­ი­წყო უკ­რა­ი­ნა­ზე, ვთქვი, რომ ეს არის ძა­ლი­ან დიდი სი­სუ­ლე­ლე, რაც რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ჩა­ი­დი­ნა და ეს არ დარ­ჩე­ბა-მეთ­ქი ასე უბ­რა­ლოდ. შე­უძ­ლე­ბე­ლია, რომ ამას პა­სუ­ხი არ გა­ე­ცეს... სა­ბო­ლოო ჯამ­ში ვერ გა­ი­მარ­ჯვებს რუ­სე­თი. უსა­მარ­თლოდ და არას­წო­რად მო­იქ­ცა რო­გორც ჩვენს მი­მართ, ისე უკ­რა­ი­ნის მი­მართ.

სხვა­თა შო­რის უწ­მინ­დეს­მა უთხრა იქ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ბუ­მე­რან­გი­ვით მო­გიბ­რუნ­დე­ბათ, რა­საც ჩვენს წი­ნა­აღ­მდეგ აკე­თებ­თო. ახლა ეს ბუ­მე­რან­გი, ფაქ­ტობ­რი­ვად, უტ­რი­ალ­დე­ბათ. რამ­დე­ნი­მე დღე­ში შე­იძ­ლე­ბა თვი­თონ მოს­კოვ­ში ჰქონ­დეთ არე­უ­ლო­ბა, იმ მარ­ცხის გამო, რო­მე­ლიც ახლა აქვთ.

გე­ო­პო­ლი­ტი­კუ­რი თა­მა­შე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და რუ­სე­თი ამ თა­მა­შებ­ში არას­წო­რი ნა­ბი­ჯით შე­ვარ­და და სა­ბო­ლოო ჯამ­ში დღეს ისე­თი შე­ტე­ვა მი­დის რუ­სეთ­ზე, რომ ძა­ლი­ან მძი­მე იქ­ნე­ბა ამ ნა­ბი­ჯი­დან გა­მო­სა­ვა­ლი. ჩვენ არ გვინ­და, არც რუ­სე­თის­თვის ცუდი, მაგ­რამ ამ ნა­ბი­ჯე­ბით, შე­უძ­ლე­ბე­ლია ყვე­ლა­ფე­რი უკან არ და­უბ­რუნ­დეთ.

უკ­რა­ი­ნელ ერს უხა­რია ეს დღე, რომ მათი საქ­მე მი­დის კე­თი­ლად და კარ­გად. თუ კი­დევ ასე გაგ­რძელ­და, რა მოხ­დე­ბა მსოფ­ლი­ო­ში, არა­ვინ იცის. ჩვენ ამ დროს ძა­ლი­ან დიდი სიფრ­თხი­ლე გვმარ­თებს. ვინც ჩვენ გვე­უბ­ნე­ბა, რომ ამის გამო პრო­რუ­სუ­ლი ვართ და მათ ვუ­ჭერთ მხარს, ეს ტყუ­ი­ლია. უბ­რა­ლოდ, ჩვენ ჩვენ თავს ვუ­ჭერთ მხარს. ვი­ცით, რომ უკ­რა­ი­ნა­სა­ვით არა­ვინ დაგ­ვიდ­გე­ბა მხარ­ში და არც ისე­თი მე­გობ­რე­ბი გვყავს, რო­გორ უკ­რა­ი­ნას და არც იმ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რია გვაქვს, რომ ვი­თა­რე­ბის სტა­ბი­ლი­ზა­ცია შევ­ძლოთ, რო­დე­საც ჩვენ­ზე წა­მო­ვა ამ­ხე­ლა მან­ქა­ნა.

ამი­ტომ ვცდი­ლობთ, რომ ამ ომში არ ჩა­ვერ­თოთ და ამა­ში და­ნა­შა­უ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს. უსა­მარ­თლოდ გვექ­ცე­ვა ზო­გი­ერ­თი უკ­რა­ი­ნე­ლი პირი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ზე ცუდს ლა­პა­რა­კობს და ჰგო­ნი­ათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ამ­ბო­ბენ. სი­ნამ­დვი­ლე­ში სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­მო­დი­ან, თით­ქოს ჩვენ­გან ხდე­ბა უკ­რა­ი­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბე­ბი.

თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რა­ღაც ისეთს აკე­თებს რომ უკ­რა­ი­ნას ვნებს, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლად გვი­თხრან. ჰა­ერ­ზე ნუ სა­უბ­რო­ბენ. მკვლე­ლე­ბი და მო­ძა­ლა­დე­ე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბა­ტო­ნობ­დნენ დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში, ნა­წი­ლი ცი­ხე­შია, ზოგი პო­ლიტ­პა­ტიმ­რად გა­მო­ა­ცხა­დეს და გა­მო­იყ­ვა­ნეს ცი­ხე­ე­ბი­დან და არე­უ­ლო­ბას და რე­ვო­ლუ­ცი­ას გვი­პი­რე­ბენ. უკ­რა­ი­ნი­დან იქ­ნე­ბა თუ სხვა ქვეყ­ნი­დან ამ დეს­ტა­ბი­ლი­ზა­ცი­ის წა­ქე­ზე­ბა, უკვე პრობ­ლე­მაა..."

ambebi.ge