"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება - კვირის პალიტრა

"ღმერთმა ყველგან ვერ ვიქნებიო და დედა და ბებია გააჩინა მაგიტომ..." - დეპუტატების განცხადებები ბებიის დღეზე და ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გადაწყვეტილება

ბე­ბი­ის დღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წე­სე­ბას პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა.

სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მო­ქა­ლა­ქე მი­ხე­ილ სახ­ვა­ძემ მი­მარ­თა. რო­გორც ჯან­მრთე­ლო­ბის დაც­ვი­სა და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის პირ­ველ­მა მო­ად­გი­ლემ, ვლა­დი­მერ კა­ხა­ძემ კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე აღ­ნიშ­ნა, წი­ნა­და­დე­ბის ავ­ტო­რი არ ითხოვ­და ბე­ბი­ის დღის უქმე დღედ გა­მო­ცხა­დე­ბას და შე­სა­ბა­მი­სად, შრო­მის კო­დექსში ცვლი­ლე­ბის შე­ტა­ნას.

"ქალ­ზე წინ არა­ვინ და­მი­ყე­ნე­ბია ჩემ ცხოვ­რე­ბა­ში. ვე­რა­სო­დეს ვერ შე­ვად­რი ქა­ლის დამ­სა­ხუ­რე­ბას კა­ცის დამ­სა­ხუ­რე­ბას­თან იმ მარ­ტი­ვი მი­ზე­ზის გამო, რომ ჩვენ აქ ვინც ვართ, ყვე­ლა დე­დის მოვ­ლე­ნი­ლე­ბი ვართ. ბე­ბია ვინ არის? - ბე­ბია არის დედა მა­ღალ ხა­რისხში. მო­ცე­მუ­ლი წი­ნა­და­დე­ბა არ პა­სუ­ხობს ნორ­მით დად­გე­ნილ მო­თხოვ­ნას, რად­გან ავ­ტო­რი არ ითხოვს კა­ნონ­ში ცვლი­ლე­ბას, ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად მისი გულ­წრფე­ლო­ბი­სა, ამ სა­კითხს სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ვერ ამო­ვიყ­ვანთ. ისე, მი­ვე­სალ­მე­ბი ყვე­ლა დე­დას, ყვე­ლა ბე­ბი­ას, რო­მელ­თაც მხარ­და­ჭე­რა სჭირ­დე­ბათ. დედა, ბე­ბია ერ­თი­და­ი­გი­ვე სა­ხე­ლის ხა­რისხში აყ­ვა­ნაა უმაღ­ლეს დო­ნე­ზე. ყო­ველ­თვის და­ვუ­ჭერთ მხარს დე­დას და ბე­ბი­ას“, - გა­ნა­ცხა­და კა­ხა­ძემ.

რაც შე­ე­ხე­ბა დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­მოხ­მა­უ­რე­ბას აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხზე, რო­გორც კო­მი­ტე­ტის სხდო­მა­ზე უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა ზაალ მი­ქე­ლა­ძემ აღ­ნიშ­ნა, თუ ოდეს­მე მსგავ­სი ინი­ცი­ა­ტი­ვა კი­დევ დად­გე­ბა, მა­შინ კონ­კრე­ტუ­ლი თა­რი­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა სწო­რად არ მი­აჩ­ნია.

"ეს თუ და­ემ­თხვე­ვა სა­მუ­შაო დღეს, იმ დღეს პა­ტივს ვე­ღარ მი­ა­გებს ბე­ბი­ას?! ბე­ბი­ე­ბის დიდი ნა­წი­ლი ჩვენ გვყავს სო­ფელ­ში და აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, უნდა შე­ირ­ჩეს ისე­თი დღე, მა­გა­ლი­თად შა­ბა­თი მა­ინც იყოს, რომ გა­ვი­დეს და სო­ფელ­ში ეს­ტუმ­როს. თუ ეს დღე იქ­ნე­ბა ორ­შა­ბათს, ბე­ბია ისევ დარ­ჩე­ბა ბე­ბი­ად სო­ფელ­ში და აქ ვი­ღაც ღრე­ო­ბას გა­მარ­თავს და­ხუ­რულ სივ­რცე­ში“, - გა­ნა­ცხა­და მი­ქე­ლა­ძემ.

უმ­რავ­ლე­სო­ბის კი­დევ ერთი დე­პუ­ტა­ტის, ირმა ზავ­რა­დაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სწო­რად არც მას მი­აჩ­ნია.

"ღმერ­თმა ყველ­გან ვერ ვიქ­ნე­ბიო და დედა და ბე­ბია გა­ა­ჩი­ნა მა­გი­ტომ. თუკი რამ ცხოვ­რე­ბა­ში კარ­გი მახ­სოვს, ბე­ბი­ის­გან მახ­სოვს. რომ არ მო­გა­ტყუ­ოთ, დი­ლით ძა­ლი­ან ბევ­რი ზარი იყო ჩემ ტე­ლე­ფონ­ზე და ახალ­გაზ­რდა ბე­ბი­ებ­მა გა­აპ­რო­ტეს­ტეს - არ გვინ­და ჩვენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ბე­ბი­ის დღე­ო­ბაო. მარ­თლა ყვე­ლა დღე ბე­ბი­ი­საა და სა­კა­ნონ­მდებ­ლო დო­ნე­ზე ამ სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სწო­რად არ მი­მაჩ­ნია“, - გა­ნა­ცხა­და ზავ­რა­დაშ­ვილ­მა.

ambebi.ge