"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოზიციური ბრძოლები გრძელდება" - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო - კვირის პალიტრა

"სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაძაბულია - პოზიციური ბრძოლები გრძელდება" - სომხეთის თავდაცვის სამინისტრო

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება კვლავ უკიდურესად დაძაბულია, - ინფორმაციას სომხური მედია თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერზე, არამ ტოროსიანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისივე თქმით, „აზერბაიჯანული მხარის ფართომასშტაბიანი პროვოკაციის შედეგად დაწყებული სროლა, განუწყვეტელი ინტენსივობით გრძელდება“.

"მოწინააღმდეგე აგრძელებს არტილერიის, ნაღმმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატების და მსხვილი კალიბრის ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებას. სამიზნეა როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. ზოგიერთი მიმართულებით აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა განახორციელეს მოქმედებები პოზიციების წინსვლისთვის. პოზიციური ბრძოლები გრძელდება", - განაცხადა არამ ტოროსიანმა.

მისი თქმით, სომხეთის შეიარაღებული ძალები ადეკვატურად უპასუხებენ მტერს და სრულად ასრულებენ მათ წინაშე დასახულ საბრძოლო ამოცანებს.

IPN