"აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები" - კვირის პალიტრა

"აშშ აზერბაიჯანსა და სომხეთს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები"

შეერთებული შტატები მოუწოდებს აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ სამხედრო მოქმედებები. ამ ორ ქვეყანას შორის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა არ შეიძლება, - აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

„შეერთებული შტატები ღრმად შეშფოთებულია სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე თავდასხმების შესახებ ცნობებით, მათ შორის სომხეთის ტერიტორიაზე დასახლებულ პუნქტებსა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შესახებ. კონფლიქტის სამხედრო გადაწყვეტა არ შეიძლება. მოვუწოდებთ აზერბაიჯანსა და სომხეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ნებისმიერი სამხედრო მოქმედება“, - განაცხადა ბლინკენმა.

შეგახსენებთ, აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე ორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებს შორის ინტენსიური შეტაკებები მოხდა, რასაც, გავრცელებული ინფორმაციით, მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები კონფლიქტსა და ზარალზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.

IPN