"სინამდვილეში რუსეთის ვალს აფხაზები სისხლით ვიხდით... " - რას წერენ აფხაზები უკრაინაში მოკლულ არტურ კირკინაძეზე? - კვირის პალიტრა

"სინამდვილეში რუსეთის ვალს აფხაზები სისხლით ვიხდით... " - რას წერენ აფხაზები უკრაინაში მოკლულ არტურ კირკინაძეზე?

აფხა­ზეთ­ში უკვე გა­და­ას­ვე­ნეს უკ­რა­ი­ნის ომში და­ღუ­პუ­ლი არ­ტურ კირ­კი­ნა­ძე, რო­მე­ლიც რუ­სე­ბის მხა­რეს მო­ხა­ლი­სედ იყო ჩა­სუ­ლი. ად­გი­ლობ­რი­ვი მე­დი­ის ცნო­ბით, მას ცოლი და სამი შვი­ლი დარ­ჩა. ის დაჯ­გუ­ფე­ბა Пятнашка-ს მე­თა­უ­რის, აფხა­ზეთ­ში კარ­გად ცნო­ბი­ლი ახრა ავი­ძ­ბას ბი­ძაშ­ვი­ლი იყო. სწო­რედ მან და­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში კირ­კი­ნა­ძის და­ღუპ­ვის შე­სა­ხებ.

უფრო ადრე, 31 მარტს, დო­ნეც­კის ბრძო­ლებ­ში და­ი­ღუ­პა მისი ბი­ძაშ­ვი­ლი, ასე­ვე მო­ხა­ლი­სე ახრა კირ­კი­ნა­ძე. რაც შე­ე­ხე­ბა არ­ტურს, ის 8-9 სექ­ტემ­ბერს, ავ­დე­ევ­კას­თან ინ­ტენ­სი­ურ სა­არ­ტი­ლე­რიო და­ბომბვა­ში მოჰ­ყვა...

"არ შე­მიძ­ლია იმის თქმა, რომ მას ძა­ლი­ან კარ­გად ვიც­ნობ­დი, მაგ­რამ ჩვე­ნი გზე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად იკ­ვე­თე­ბო­და და ძა­ლი­ან ენერ­გი­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იყო, რო­გორც ჩანს რე­ა­ლი­ზე­ბა ბრძო­ლა­ში მო­ი­სურ­ვა... დიდი საბ­რძო­ლო გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ რაც მო­ას­წრო ძა­ლი­ან კა­რად იბ­რძო­ლა..." - ამ­ბობს ახრა ავი­ძ­ბა აფხა­ზურ გა­მო­ცე­მას­თან სა­უ­ბარ­ში.

abkhaz-auto.ru-ს ცნო­ბით, ახლა დონ­ბას­ში, სწო­რედ ახრა ავი­ძ­ბას წა­ხა­ლი­სე­ბით, რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი იბ­რძვის.

"აქამ­დე ამ ომს უკვე შე­ე­წი­რა ორი მო­ხა­ლი­სე - ლო­რან სმი­რი და ახრა კირ­კი­ნა­ძე... არ­ტუ­რი მე­სა­მეა" - წერს გა­მო­ცე­მა.

თუმ­ცა, ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, მთლი­ა­ნო­ბა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში რუ­სე­თის ფარ­თო­მას­შტა­ბი­ა­ნი შეჭ­რის შემ­დეგ, 80-მდე მეტი აფხა­ზი ე.წ. მო­ხა­ლი­სე მოკ­ლეს, თუმ­ცა ავი­ძ­ბას­გან გან­სხვა­ვე­ბით, მათ შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია არ გა­უ­სა­ჯა­რო­ე­ბი­ათ, რად­გან ისი­ნი სხვა­დას­ხვა დაჯ­გუ­ფე­ბებ­ში ირი­ცხე­ბოდ­ნენ...

ekhokavkaza.com-ის ცნო­ბით, გარ­დაც­ვლი­ლი კირ­კი­ნა­ძე გა­მო­სამ­შვი­დო­ბე­ბე­ლი ცე­რე­მო­ნი­ა­ლი კირ­კი­ნა­ძე მო­ე­წყო, შემ­დეგ კი დო­ნეც­კის ე.წ. სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მისი ცხე­და­რი სო­ხუმ­ში გა­მოგ­ზავ­ნეს.

კირ­კი­ნა­ძის ამ­ბავს აფხა­ზე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ეხ­მა­უ­რე­ბი­ან. ნა­წი­ლის თქმით, ის გმი­რია და ღირ­სე­უ­ლად, პა­ტი­ვის მი­გე­ბით უნდა დაკ­რძა­ლონ. თუმ­ცა სხვე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ახრა ავი­ძ­ბას პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ამ მო­ი­ტა­ნა ის ის ცუდი შე­დე­გი, რომ უკ­რა­ი­ნა­ში სა­ომ­რად წას­ვლა 20 წლის ბი­ჭებ­საც სურთ. გააგრძელეთ კითხვა