"რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან" - რუსული მედია - კვირის პალიტრა

"რუსეთის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან" - რუსული მედია

რუსეთის მოქალაქეების ნაწილს საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარს ახსნა-განმარტების გარეშე ეუბნებიან, - ინფორმაციას რუსული მედია ტრაპიზონში რუსეთის გენერალურ საკონსულოზე დაყრდნობით ავრცელებს.

რუსული მედიის ინფორმაციით, დიპლომატიურ წარმომადგენლობაში აცხადებენ, რომ „სარფის“ სასაზღვრო-გამშვები პუნქტზე საქართველოს ტერიტორიაზე შესვლაზე უარის თქმის შესახებ საჩივრები საკონსულოში კვირაში რამდენჯერმე შედის.

„სამწუხაროდ, საქართველოს მესაზღვრეები არ განმარტავენ უარის თქმის მიზეზებს“, - აცხადებენ გენერალურ საკონსულოში.

ამასთან, გენერალური საკონსულოს ინფორმაციით, სექტემბერში რუსებისთვის საქართველოში შესვლაზე უარის თქმის შემთხვევების დინამიკა აგვისტოს ბოლოსთან შედარებით შემცირებულია, რადგან აგვისტოში მესაზღვრეების ქმედებებზე საჩივრები თითქმის ყოველდღიურად ფიქსირდებოდა.

IPN