"უნდა აღდგეს გაწვევა - ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური! არა ყარაულად, არამედ ჯარში... თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო" - რას წერს ელისაშვილი - კვირის პალიტრა

"უნდა აღდგეს გაწვევა - ყველა ახალგაზრდამ უნდა გაიაროს სამხედრო სამსახური! არა ყარაულად, არამედ ჯარში... თუ არ გინდა თავს დაგესხან, ომისთვის მზად უნდა იყო" - რას წერს ელისაშვილი

ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი პო­ლი­ტი­კო­სი ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც უკ­რა­ი­ნა­ში იბ­რძო­და, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს პოსტს, რო­მელ­შიც გან­მარ­ტავს, რა უნდა გა­ა­კე­თოს სა­ხელ­მწი­ფომ იმი­სათ­ვის, რომ ზო­გა­დად, შე­საძ­ლო სამ­ხედ­რო კონ­ფლიქ­ტის­თვის მზად იყოს.

"წუ­ხელ სე­რი­ო­ზუ­ლი ბრძო­ლა იყო აზერ­ბა­ი­ჯან­სა და სომ­ხეთს შო­რის. უკ­რა­ი­ნა­ში ნა­ხე­ვა­რი წე­ლია ომია. ჩვენ დაგ­ვი­ღია პირი და "აბა ომი გინ­და"-ს გა­ვი­ძა­ხით. არა­და, კა­ცობ­რი­ო­ბის ის­ტო­რი­ის აქ­სი­ო­მაა - თუ არ გინ­და თავს და­გეს­ხან, ომის­თვის მზად უნდა იყო!

1. სა­ქარ­თვე­ლომ უნდა გა­ა­ორ­მა­გოს სამ­ხედ­რო ბი­უ­ჯე­ტი

2. გვჭირ­დე­ბა ახა­ლი, ეფექ­ტუ­რი შე­ი­ა­რა­ღე­ბა. ნა­წი­ლი უნდა ვი­ყი­დოთ, ნა­წი­ლის წარ­მო­ე­ბა ოდეს­მე და­ვი­წყოთ

3. უნდა შევ­ქმნათ ეფექ­ტუ­რი ტე­რი­ტო­რი­უ­ლი თავ­დაც­ვის ძა­ლე­ბი ყვე­ლა ქა­ლაქ­სა და რე­გი­ონ­ში

4. უნდა აღ­დგეს გაწ­ვე­ვა - ყვე­ლა ახალ­გაზ­რდამ უნდა გა­ი­ა­როს სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი! ვა­ზუს­ტებ არა ყა­რა­უ­ლად სა­დღაც, არა­მედ ჯარ­ში უნდა გა­ი­ა­როს საბ­რძო­ლო მომ­ზა­დე­ბის რამ­დე­ნი­მეთ­ვი­ა­ნი კურ­სი

5. ია­რა­ღის კა­ნო­ნი უნდა გა­და­ი­ხე­დოს და გა­მარ­ტივ­დეს. უნდა და­ვუბ­რუ­ნოთ რუ­სე­ბის მიერ წარ­თმე­უ­ლი ია­რა­ღის ფლო­ბის და შე­ნახ­ვის კულ­ტუ­რა.

6. უნდა მო­ე­წყოს სას­რო­ლე­თე­ბი ყველ­გან, სა­დაც შე­საძ­ლე­ბე­ლია. ეს ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვცემს ეროვ­ნუ­ლი წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის კომ­პლექ­სურ შე­საძ­ლებ­ლო­ბას და მტერს ჩვენ­ზე თავ­დას­ხმას გა­და­ა­ფიქ­რე­ბი­ნებს!

სხვა შემ­თხვე­ვა­ში და­ვა­ღოთ პირი და ვატ­რი­ა­ლოთ სუფ­რა­ზე ყან­წე­ბი" - წერს ელი­საშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუქ­ში".