"ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?" - დაპირისპირება რომან გოცირიძესა და გიორგი ჩალაძეს შორის - კვირის პალიტრა

"ვინმემ იცით, ამ მოსიარულე კრეტინს რა უნდა?" - დაპირისპირება რომან გოცირიძესა და გიორგი ჩალაძეს შორის

"ვინ­მემ იცით, ამ მო­სი­ა­რუ­ლე კრე­ტინს რა უნდა?" - წერს "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი რო­მან გო­ცი­რი­ძე თა­ნა­პარ­ტი­ელ გი­ორ­გი ჩა­ლა­ძე­ზე და აი­ზა­რებს ამ უკანსკნე­ლის მიერ 21 აგ­ვის­ტოს და­წე­რილ პოსტს.

"ზოგს ინ­ტე­ლექ­ტი აკ­ლია ( ან არ აქვს), ზოგი ვი­რეშ­მა­კაა. ზო­გიც უბ­რა­ლოდ კუ­პო­ნა, ან რაც გინ­დათ ის და­უ­ძა­ხეთ", - წერ­და იმ­ჟა­მად ჩა­ლა­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე.

რა გახ­და მათ შო­რის უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის მი­ზე­ზი, უც­ნო­ბია, თუმ­ცა გო­ცი­რი­ძე თა­ვი­სი­ვე პოს­ტის კო­მენ­ტა­რებ­ში წერს:

"პარ­ტი­ის ოფი­სის შტურ­მის წინა დღეს, როცა ნიკა მე­ლი­ას იცავ­და ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი, კინ­წის­კვრით იქნა გაგ­დე­ბუ­ლი პარ­ტი­ი­დან ინ­ტრიგ­ნო­ბი­სათ­ვის. დრო­ზე რომ თქმუ­ლი­ყო ეს, ვერ გა­ბე­დავ­და თა­ვი­სი ჩვე­უ­ლი ინ­ტრიგ­ნო­ბის გაგ­რძე­ლე­ბას. ბო­ლოს მე­ო­რე­ჯერ იქნა გაგ­დე­ბუ­ლი კინ­წის­კვრით ორი­ო­დე თვის წი­ნათ, როცა გა­ბე­და და “შე­მო­ი­ხე­და” პარ­ტი­ის ოფის­ში".