აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს - კვირის პალიტრა

აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

თბილისში, აშშ-ის საელჩოსთან სამართალდამცველები არიან მობილიზებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიმდებარე ტერიტორიაზე გამნაღველები მუშაობენ.

აღნიშნულ ინფორმაციას ეხმაურება აშშ-ის საელჩო და აღნიშნავს, რომ „აშშ-ის საელჩო აფასებს საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ გაწეულ მხარდაჭერასა და თანამშრომლობას, დღეს საელჩოს ტერიტორიაზე უსაფრთხოების საკითხზე რეაგირების კუთხით“.

აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა ოფიციალური ინფორმაცია, თუ რას გულისხმობს "უსაფრთხოების საკითხები", არ ვრცელდება.

"ინტერპრესნიუსი“ შსს-საც დაუკავშირდა, თუმცა დამატებით დეტალებზე უწყებაში კომენტარი ჯერჯერობით არ კეთდება.

უფრო მეტ ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

"ინტერპრესნიუსი"