"სპორტზე ბა­ბუს სურ­ვი­ლით შე­მიყ­ვა­ნეს...ცოტა არ იყოს, სპორ­ტმა სწავ­ლა­ში ხელი შე­მი­შა­ლა" - რას ჰყვება ნიჩბოსნობაში ჩემპიონი ქართველი? - კვირის პალიტრა

"სპორტზე ბა­ბუს სურ­ვი­ლით შე­მიყ­ვა­ნეს...ცოტა არ იყოს, სპორ­ტმა სწავ­ლა­ში ხელი შე­მი­შა­ლა" - რას ჰყვება ნიჩბოსნობაში ჩემპიონი ქართველი?

მი­უ­ხე­და­ვად პა­ტა­რა ასა­კი­სა, მან თა­ვი­სი სი­ტყვა უკვე თქვა ქარ­თულ სპორ­ტში. 18 წლის ჩემ­პი­ო­ნი ნიჩ­ბო­სა­ნი გვპირ­დე­ბა, რომ ყვე­ლა­ფერს გა­ა­კე­თებს სა­ქარ­თვე­ლო­ში კა­ნო­ეს პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის. ჩემ­გან მე­ო­რე ად­გილს აღა­რა­ვინ ელი­სო, - მე­უბ­ნე­ბა და გვარ­წმუ­ნებს, რომ არც არა­ვის და­უთ­მობს პირ­ვე­ლო­ბას მო­მა­ვალ ჩემ­პი­ო­ნა­ტებ­ში.

სულ ახ­ლა­ხან, უნ­გრე­თის ქა­ლაქ სე­გედ­ში მიმ­დი­ნა­რე მსოფ­ლი­ოს ახალ­გაზ­რდულ ჩემ­პი­ო­ნატ­ზე 18 წლის ალექ­სან­დრე წივ­წი­ვა­ძე კა­ნოე სპრინ­ტში მე­ო­რედ გახ­და მსოფ­ლი­ოს ჩემ­პი­ო­ნი - ქარ­თველ­მა სპორ­ტსმენ­მა 500-მეტ­რი­ან დის­ტან­ცი­ა­ზე ტი­ტუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა მო­ა­ხერ­ხა.

9 წლი­სა იყო, როცა ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და მე­სა­მე ნიჩ­ბოს­ნად ჩა­ე­წე­რა ოჯახ­ში. თა­ვი­დან თუ უხა­ლი­სოდ დაჰ­ყა­ბულ­და მწვრთნე­ლი ბა­ბუ­ას სურ­ვილს, როცა გა­მარ­ჯვე­ბის გემო გა­ი­გო, თან­და­თან მიხ­ვდა, რომ სა­ჭი­რო დროს სწორ ად­გი­ლას მოხ­ვდა. "თა­ვი­დან ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, ყვე­ლა­ზე გვი­ან ჩავ­ჯე­ქი ნავ­ში... სი­მარ­თლე გი­თხრათ, წყლი­საც მე­ში­ნო­და. ყვე­ლა­ზე ცუდი სპორ­ტსმე­ნი ვი­ყა­ვი. მერე რა­ღაც პა­ტარ-პა­ტა­რა ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი მო­ვი­გე, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ, სპორ­ტის გა­ყო­ლის სურ­ვი­ლი გა­მი­ჩი­ნა. დღეს ნიჩ­ბოს­ნო­ბა ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი ნა­წი­ლია და უმი­სოდ არ­სე­ბო­ბა ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია“, - ამ­ბობს ალექ­სი და სა­უ­ბარს, რა თქმა უნდა, ბავ­შვო­ბი­დან იწყებს:

"სპორტზე ბა­ბუს სურ­ვი­ლით შე­მიყ­ვა­ნეს" "2004 წლის 22 იან­ვარს და­ვი­ბა­დე რუს­თავ­ში. თავ­და­პირ­ვე­ლად, ქა­ლა­ქის მე-4 სა­ჯა­რო სკო­ლა­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ გა­და­ვე­დი და და­ვამ­თავ­რე კერ­ძო სკო­ლა - "რეცა“.. მა­მაც და ბა­ბუ­აც ნიჩ­ბოს­ნე­ბი არი­ან და ტრა­დი­ცი­უ­ლად, მეც ამ სპორ­ტს გავ­ყე­ვი, მე­სა­მე თა­ო­ბა ვარ. ნიჩ­ბოს­ნო­ბა­ზე 9 წლი­სა შე­ვე­დი და სე­რი­ო­ზუ­ლად ვარ­ჯი­ში 11 წლი­სამ და­ვი­წყე, ეს ბა­ბუს სურ­ვი­ლი იყო - ალექ­სან­დრე უფ­რო­სის. ბავ­შვო­ბა­ში ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბიც მქონ­და და ამის გამო უფრო და­მა­კა­ვეს სპორ­ტით. მშობ­ლებს არ უნ­დო­დათ, მაგ­რამ ბა­ბუ­ას სურ­ვილს და­ყა­ბულ­დნენ, მის­მა აზ­რმა გა­ი­მარ­ჯვა. ნიჩ­ბოს­ნო­ბა ისე­დაც მა­ინ­ტე­რე­სებ­და, მა­მას და ბა­ბუ­ას დავვყვე­ბო­დი და ვუ­ყუ­რებ­დი, სხვე­ბი რო­გორ ვარ­ჯი­შობ­დნენ. ინ­ტე­რე­სი მქონ­და, თუმ­ცა არა - სურ­ვი­ლი. მერე, როცა გა­მარ­ჯვე­ბის გე­მოც გა­ვი­გე, ეს სპორ­ტი ჩემი გა­ნუ­ყო­ფე­ლი გახ­და. ვარ­ჯი­შით რუს­თა­ვის ცენ­ტრა­ლურ პარკში ვვარ­ჯი­შობ­დი, კი­ლო­მეტ­რი­ან ხე­ლოვ­ნურ ტბა­ზე.

ცოტა არ იყოს, სპორ­ტმა სწავ­ლა­ში ხელი შე­მი­შა­ლა - ბავ­შვო­ბი­დან დღე­ში 5 სა­ათს ვვარ­ჯი­შობ­დი, თავი მქონ­და გა­და­დე­ბუ­ლი, ამი­ტო­მაც სპორ­ტს სწავ­ლას დი­დად ვერ ვუ­თავ­სებ­დი. მა­ინც ვცდი­ლობ­დი რა­ღა­ცას და მას­წავ­ლებ­ლე­ბიც ხელს მი­წყობ­დნენ.. რო­გორც ჩანს, პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი ადა­მი­ა­ნი გავჩნდი, რა­მეს რომ ვი­ტყო­დი, ვიდ­რე არ გა­ვა­კე­თებ­დი, ვერ ვის­ვე­ნებ­დი.

სკო­ლა და­ვამ­თავ­რე და ვერ მო­ვა­ხერ­ხე სწავ­ლის გაგ­რძე­ლე­ბა. წელს სხვა მიზ­ნე­ბი მქონ­და, არა უშავს, სწავ­ლა არ­სად გა­მექ­ცე­ვა. წელს და­ვი­წყებ ამი­სათ­ვის სე­რი­ო­ზულ მომ­ზა­დე­ბას. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, სამ­სა­ხი­ო­ბო ფა­კულ­ტეტ­ზე ჩა­ვა­ბა­რო.იხილეთ სრულად