უკრაინელებმა სამხრეთით რუსული ძალების კუთვნილი ბომბდამშენი და ვერტმფრენი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 120 ოკუპანტი - კვირის პალიტრა

უკრაინელებმა სამხრეთით რუსული ძალების კუთვნილი ბომბდამშენი და ვერტმფრენი გაანადგურეს, ლიკვიდირებულია 120 ოკუპანტი

უკრაინელმა სამხედროებმა, ქვეყნის სამხრეთ ნაწილში ერთი დღის განმავლობაში საოკუპაციო ავიაციის Su-24M ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს, - ინფორმაციას ოპერატიული სარდლობა "სამხრეთი" ავრცელებს.

„ჩვენმა თვითმფრინავმა მტრის პოზიციებს 9 დარტყმა მიაყენა. დავიდივ-ბრიდის ტერიტორიაზე საზენიტო-სარაკეტო დანაყოფების ძალებმა საოკუპაციო ავიაციის Су-24М ტიპის ბომბდამშენი და Mi-8 ტიპის ვერტმფრენი გაანადგურეს“, - აღნიშნავენ სარდლობაში.

მათივე ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მილოვესა და დუდჩანში მოწინააღმდეგის ძალებისა და აქტივების კონცენტრაციის სამ ადგილს დაარტყეს, უროჟაინოესა და ხერსონში კი მართვის სამი პუნქტი გაანადგურეს.

ამასთან, გასული დღის განმავლობაში მტრის დადასტურებული დანაკარგებია: 121 სამხედრო, ხუთი ტანკი, ცხრა სხვა ჯავშანმანქანა, სამი Мста-Б ტიპის ჰაუბიცა, ორი თვითმავალი ჰაუბიცა „გვოზდიკა“, ორი საჰაერო თავდაცვის სისტემა Панцирь С1 და ოთხი საწყობი საბრძოლო მასალებით.

IPN