"აზერბაიჯანი გეღარქუნიქში რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო ძალების დისლოკაციის პუნქტს დაესხა თავს" - სომხური მედია - კვირის პალიტრა

"აზერბაიჯანი გეღარქუნიქში რუსეთის ფედერაციის „ეფ-ეს-ბეს“ სასაზღვრო ძალების დისლოკაციის პუნქტს დაესხა თავს" - სომხური მედია

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა გეღარქუნიქის ოლქში რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო ძალების განლაგების პუნქტს საარტილერიო დარტყმა მიაყენა, - ინფორმაციას სომხური მედია რუსულ „ტელეგრამ“ არხებზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ცნობით, გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს თავდასხმის შედეგად დაზიანებული რუსი მესაზღვრეების შენობა და ავტომობილი.

გავრცელებული ინფორმაციით, სამხედროებმა დისლოკაციის ადგილი სასწრაფოდ დატოვეს.