"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... " - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა? - კვირის პალიტრა

"ინტერნეტით გავიგე, რომ ჩემს იდეას პარლამენტი განიხილავდა... " - ვინ არის ბიჭი, რომელსაც ბებიის დღის იდეა გაუჩნდა?

"ისე ვე­ლო­დი დღე­ვან­დელ ამ­ბავს - პარ­ლა­მენ­ტი ბე­ბი­ის დღის და­წე­სე­ბის სა­კითხს გა­ნი­ხი­ლავ­და, მაგ­რამ უარი თქვეს... ამ­ჯე­რად უა­რია, მაგ­რამ ეგ არა­ფე­რი, მე ახლა ვი­წყებ!.. ერთ-ერთი მთა­ვა­რი ოც­ნე­ბა მქონ­და და პრინ­ციპ­ში, მაქვს კი­დეც, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც იყოს ბე­ბი­ის დღე, რო­გორც მსოფ­ლი­ოს უამ­რავ ქვე­ყა­ნა­შია. რა­ტომ მაქვს ასე­თი ოც­ნე­ბა? იმი­ტომ, რომ ბე­ბი­ე­ბი არი­ან ტკბი­ლე­ბი! ბა­ბუ­ე­ბიც, ბუ­ნებ­რი­ვია და მე პი­რა­დად ვა­პი­რებ, ძა­ლი­ან მა­გა­რი ბა­ბუა ვიყო, მაგ­რამ ბე­ბოს სიყ­ვა­რუ­ლი სა­ერ­თოდ სხვა არის!

იმ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა ვნა­ხე ამ ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვის გამო, გული კი­ნა­ღამ გა­მის­კდა, მაგ­რამ ეს ყვე­ლაფ­რის მო­ძუ­ლე ხალ­ხი რომ არ­სე­ბობს, ჩვენს გვერ­დზე ცხოვ­რო­ბენ, ნუ, კარ­გი, მი­ვეჩ­ვი­ეთ. ისი­ნიც ბევ­რნი არი­ან, სუ­ლე­ლუ­რად, აბ­სო­ლუ­ტუ­რად უად­გი­ლოდ რომ ხუმ­რო­ბენ ყვე­ლა­ფერ­ზე: იიი, ბე­ბოს დღე და მერე ბი­ცო­ლა, მა­მი­და და პა­პი­და...

მე ბე­ბოს დღის ინი­ცი­ა­ტი­ვა მქონ­და და მაქვს კი­დეც და აუ­ცი­ლებ­ლად მი­ვიყ­ვან ამ საქ­მეს ბო­ლომ­დე!" - ეს მიშო სახ­ვა­ძის პოს­ტია, რო­მე­ლიც მას მერე გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რაც ბე­ბი­ის დღის ოფი­ცი­ა­ლუ­რად და­წე­სე­ბას, პარ­ლა­მენ­ტის ჯან­დაც­ვის და სო­ცი­ა­ლურ სა­კი­თხთა კო­მი­ტეტ­მა მხა­რი არ და­უ­ჭი­რა... სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნოს აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით, მან მა­ის­ში მი­მარ­თა.

ვინ არის მიშო სახ­ვა­ძე, რო­დის და რა­ტომ გა­უჩ­ნდა ამ დღის და­წე­სე­ბის იდეა, AMBEBI.GE ამის გარ­კვე­ვას შე­ე­ცა­და.

- 4 წელი სა­ბავ­შვო ბაღ­ში ვმუ­შა­ობ­დი. მიშო ბავ­შვებ­მა და­მარ­ქვეს. მას მერე მი­ხე­ი­ლი და მიშა დი­დად აღარ მომ­წონს, როცა მო­მარ­თა­ვენ. პრო­ფე­სი­ით ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ, ბაღ­ში აღ­მზრდე­ლად ვმუ­შა­ობ­დი. მა­შინ სტუ­დენ­ტი ვი­ყა­ვი და ყვე­ლა­ნა­ი­რი სამ­სა­ხუ­რი მინ­დო­და, შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. მა­ნამ­დე კი ბორ­ჯომ­ში ლი­დე­რად გახ­ლდით, ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მო­მი­ვი­და და მი­თხრეს, ამ კუ­თხით სცა­დეო, ვცა­დე და ბაღს 4 წელი შე­მოვ­რჩი.

- სა­კუ­თარ ოჯახ­ზე რას გვე­ტყვით?

- 2 ვაჟი მყავს და სა­ო­ცა­რი მე­უღ­ლე. ჩემი შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (სა­მო­მავ­ლო­დაც მინ­და, ეს ურ­თი­ერ­თო­ბა კი­დევ უკე­თე­სი იყოს), მე და ჟურ­ნა­ლისტ ლადო გო­გო­ლა­ძეს 2 წე­ლი­წა­დია, ერთ-ერთ ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში „მა­მე­ბის დრო“ მიგ­ვყავს. ჩვე­ნი და სხვე­ბის მა­გა­ლით­ზე ადა­მი­ა­ნებს ვაჩ­ვე­ნებთ, რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­მა­გა­ლი­თო მა­მო­ბა. ერთ-ერთ რა­დი­ო­შიც და­ვი­წყეთ იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბის გა­და­ცე­მა, სა­დაც უკვე ფსი­ქო­ლოგ­თან ერ­თად ვსა­უბ­რობთ მა­მე­ბის, შვი­ლე­ბის და ზო­გა­დად ოჯა­ხის ფაქ­ტორ­ზე.

- ბე­ბი­ის დღის და­წე­სე­ბის იდეა, ინი­ცი­ა­ტი­ვა­ზე რას გვე­ტყვით...

- ამას ახი­რე­ბა არ მინ­და, და­ვარ­ქვათ, რად­გან უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, მარ­თლა ოც­ნე­ბად მაქვს გა­დაქ­ცე­უ­ლი... სა­ო­ცა­რი ბე­ბი­ე­ბი მყავ­და. სამ­წუ­ხა­როდ, ცო­ცხლე­ბი აღარ არი­ან. ერთი მერი ბი­წა­ძე იმე­რე­ლი იყო, მე­ო­რე - თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი როზა ქა­ი­ხოს­როშ­ვი­ლი. ორი­ვეს ერ­თნა­ი­რად რთუ­ლი და მძი­მე ცხოვ­რე­ბა ჰქონ­და გავ­ლი­ლი. მერი ბებო ინ­და­უ­რის­თვის ჭინ­ჭარს სა­კუ­თა­რი ხე­ლით ჭრი­და, დღემ­დე მახ­სოვს მისი და­კოჟ­რი­ლი ხე­ლე­ბი, სულ შრო­მა­ში იყო და იბ­რძო­და. მე­ო­რე ბე­ბოც ასე იყო, მაგ­რამ წუ­წუ­ნი და ცხოვ­რე­ბის მი­მართ საყ­ვე­დუ­რი, ერთხელ არ გა­მო­უთ­ქვამთ...

შვი­ლიშ­ვი­ლებ­ზე ორი­ვე გა­მორ­ჩე­უ­ლად ზრუ­ნავ­და. მათ მა­გა­ლით­ზეც და კი­დევ სხვა ნა­თე­სა­ვი, ნაც­ნო­ბი ბე­ბო­ე­ბის მძი­მე ის­ტო­რი­ე­ბის მა­გა­ლით­ზე მინ­დო­და, ერთი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დღე ჰქო­ნო­დათ. ჩა­ვე­ხუ­ტე­ბო­დით, მო­ვე­ფე­რე­ბო­დით. მით უფრო, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბე­ბი­ე­ბიც ხში­რად აღ­დგო­მას გვახ­სენ­დე­ბა და მათ საფ­ლა­ვებ­ზე მა­შინ გავ­დი­ვართ. მე ჩემი ბე­ბი­ე­ბის საფ­ლა­ვებ­ზე შვი­ლე­ბი დამ­ყავს, რომ იცოდ­ნენ, ვინ იყ­ვნენ და საფ­ლა­ვებს მა­თაც ვაწ­მენ­დი­ნებ. კი, უნდა იცოდ­ნენ, რომ საფ­ლავ­საც უნდა და­სუფ­თა­ვე­ბა და მოვ­ლა.

...მოკ­ლედ, მე­გობ­რე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი იყო, ამ ჩემი ოც­ნე­ბის შე­სა­ხებ. ლადო გო­გო­ლა­ძე სულ მე­უბ­ნე­ბო­და, ადე­ქი და შე­ი­ტა­ნე გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტშიო. ბო­ლოს ავ­დე­ქი და პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის სა­ხელ­ზე გან­ცხა­დე­ბა შე­ვი­ტა­ნე. მა­ი­სის მერე არა­ვინ შემ­ხმი­ა­ნე­ბია. 4 დღის წინ კი, ინ­ტერ­ნე­ტით შე­ვი­ტყვე, რომ ამ სა­კითხს პარ­ლა­მენ­ტი გა­ნი­ხი­ლავ­და, გა­ხა­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი. მაგ­რამ უარი მი­ვი­ღე, რო­გორც ჩანს, კარ­გად ვერ და­ვა­სა­ბუ­თე, ან იდე­ას მეტი დახ­ვე­წა სჭირ­დე­ბო­და.

- ისე, ინ­ტერ­ნეტ­ში ბევ­რი უსი­ა­მოვ­ნო კო­მენ­ტა­რი კი გაჩ­ნდა...

- კი, გა­მიკ­ვირ­და ამ­დე­ნი ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და აგ­რე­სია. ამის წა­კი­თხვის შემ­დეგ, ეს დღე­ე­ბი ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და. თან, რა სა­ში­ნე­ლი სი­ტყვე­ბით მლან­ძღავ­დნენ, არც იცოდ­ნენ, ვინ ვარ და რა­ტომ მინ­და ის, რაც მინ­და. ისე­თი ლან­ძღვა იყო, მიკ­ვირ­და, ასე­თი რა და­ვა­შა­ვე-მეთ­ქი?!. ჰო, იყო ასე­თიც - ეტყო­ბა, ევ­რო­პამ მოს­თხო­ვაო... არც ევ­რო­პას, არც რუ­სეთს და არც კამ­ბო­ჯას მო­უ­თხო­ვია. ჩემი ოც­ნე­ბაა და მის ას­რუ­ლე­ბას ვცდი­ლობ. იხილეთ სრულად