6 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის 388 დასახლება გაათავისუფლეს - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე? - კვირის პალიტრა

6 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის 388 დასახლება გაათავისუფლეს - რას აცხადებს უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე?

6 სექტემბრიდან უკრაინულმა ძალებმა ხარკოვის დაახლოებით 388 დასახლება გაათავისუფლეს. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა მალიარი აცხადებს.

მისივე თქმით, გათავისუფლებულია დაახლოებით 8,500 კვ. კმ და ასევე, დაახლოებით 150 000 ადამიანი.

„ციფრები მუდმივად ზუსტდება, რადგან პროცესი დინამიურია. გარდა ამისა, გათავისუფლებულ ტერიტორიებს ჯერ კიდევ სჭირდებათ უსაფრთხოებისა და სტაბილიზაციის დამატებითი ზომები, რათა იქ უსაფრთხოდ იცხოვრონ”, - დასძინა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

როგორც მან განაცხადა, ოფიციალურ ინფორმაციას განთავისუფლებული დასახლებების შესახებ შეგნებულად, დაგვიანებით ავრცელებენ.

მალიარის თქმით, ფრონტის ხაზი ამჟამად 2500 კილომეტრია, საიდანაც 1 300 კილომეტრზე აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.

„დიახ, ჩვენ დიდი ხანი ველოდით ამ წარმატებას, მაგრამ ჯერ კიდევ უნდა ვიბრძოლოთ და ვიბრძოლოთ. სრულ გამარჯვებამდე, ჩვენ გავათავისუფლებთ კიდევ ბევრ ჩვენს მოქალაქეს და ჩვენს მიწას. ჩვენ გვჭირდება მეტი დრო, ძალა და მოთმინება”, - აღნიშნა მალიარმა.

"ინტერპრესნიუსი"