"ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა" - როგორია უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობა - კვირის პალიტრა

"ვოლოდიმირ ზელენსკი ავარიაში მოყვა" - როგორია უკრაინის პრეზიდენტის მდგომარეობა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში ავარიაში მოყვა, მაგრამ სერიოზულად არ დაშავებულა, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ მისმა პრესსპიკერმა, სერჰი ნიკიფოროვმა განაცხადა.

პრესსპიკერს არ დაუკონკრეტებია, როდის მოხდა შემთხვევა, თუმცა განაცხადა, რომ ავტომობილი, რომელშიც პრეზიდენტი იჯდა, კერძო ავტომობილს შეეჯახა.

„პრეზიდენტი ექიმმა გასინჯა, მას სერიოზული დაზიანებები არ აღმოაჩნდა“, - აღნიშნა პრესსპიკერმა.

მისი თქმით, ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება ჩატარდება.

15092022-0851-1663217544.56_REC.png

IPN