"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია - კვირის პალიტრა

"მიყვარს თბილისი. აქ საკმაოდ ხშირად მოვდივარ. აქ არის მამაჩემის ძეგლი" - ქსენია სობჩაკი საქართველოშია

ჟურ­ნა­ლის­ტი ქსე­ნია სობ­ჩა­კი სა­ქარ­თვე­ლო­შია. მისი თქმით, ის ქვე­ყა­ნა­ში "პი­რა­დი ვი­ზი­ტით" იმ­ყო­ფე­ბა. ტე­ლე­კომ­პა­ნია "ფორ­მუ­ლას­თან“ სა­უბ­რი­სას სობ­ჩა­კი აცხა­დებს, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ხში­რად ჩა­მო­დის. რო­გორც ირ­კვე­ვა, ის სა­ქარ­თვე­ლო­ში კერ­ძო ვი­ზი­ტით ერევ­ნი­დან ჩა­მოფ­რინ­და.

"მიყ­ვარს თბი­ლი­სი. აქ საკ­მა­ოდ ხში­რად მოვ­დი­ვარ. აქ არის მა­მა­ჩე­მის ძეგლი. რაც შე­ე­ხე­ბა იმას, რომ რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე­ებს უარს ეუბ­ნე­ბი­ნა სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­მოს­ვლა­ზე, ვიცი, რომ ზო­გი­ერ­თი ჩემი კო­ლე­გა აქ არ შე­მო­უშ­ვეს, მათ შო­რის ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დის“ ჟურ­ნა­ლის­ტი მი­ხა­ილ ფიშ­მა­ნი. არ ვიცი, რა­ტომ უთხრეს მას უარი. არი­ან ისე­თე­ბი, რომ­ლებ­საც უპ­რობ­ლე­მოდ უშ­ვე­ბენ. სა­ქარ­თვე­ლო სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნაა. ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა ნე­ბის­მი­ე­რი ქვეყ­ნის უფ­ლე­ბაა. სა­ზღვარ­ზე არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მა არ მქო­ნია“, - გა­ნა­ცხა­და სობ­ჩაკ­მა.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ, სობ­ჩაკ­მა Bloody Lady Telegram-ის არხზე ისა­უბ­რა იმა­ზე, თუ რო­გორ ამოწ­მე­ბენ შერ­ჩე­ვით თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში რუ­სუ­ლი პას­პორ­ტის მქო­ნე მო­ქა­ლა­ქე­ებს.

ჟურ­ნა­ლის­ტის თქმით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე რუ­სე­ბი "გა­ყავთ“ ცალ­კე ოთახ­ში, სა­დაც სამი ძა­ლი­ან ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი ზის. სობ­ჩაკ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ეს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი არი­ან არა ქარ­თვე­ლე­ბი, არა­მედ კარ­გი ინ­გლი­სუ­რის მცოდ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი, ვის­თვი­საც ეს ენა აშ­კა­რად მშობ­ლი­უ­რია. ეს ხალ­ხი ძა­ლი­ან დე­ტა­ლურ კი­თხვებს სვამს: სა­ი­დან მო­დის ადა­მი­ა­ნი, სად მი­დის, სად ცხოვ­რობს რუ­სეთ­ში, სად იცხოვ­რებს სა­ქარ­თვე­ლო­ში, რა არის მისი სა­მუ­შაო და რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვს.

"ალ­ბათ, შე­გიძ­ლი­ათ უარი თქვათ ამ სო­ცი­ო­ლო­გი­ურ კვლე­ვა­ზე, მაგ­რამ შემ­დეგ ქვე­ყა­ნა­ში არ შე­გიშ­ვე­ბენ...“ - ამ­ბობს სობ­ჩა­კი.

რო­გორ ჩანს, თა­ვად არ "და­კი­თხეს“ ან ყვე­ლა­ფერ­მა მშვი­დად ჩა­ი­ა­რა, რად­გან სობ­ჩაკ­მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვა­რი და­უბ­რკო­ლებ­ლად გა­დაკ­ვე­თა, გან­სხვა­ვე­ბით ზო­გი­ერ­თი რუსი ჟურ­ნა­ლის­ტის­გან, რომ­ლებ­საც შეს­ვლის პრობ­ლე­მა ექ­მნე­ბათ. (წყარო)