"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის. შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ" - ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის - კვირის პალიტრა

"ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის. შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ" - ურსულა ფონ დერ ლაიენი ვოლოდიმირ ზელენსკის

უკრაინა შთამბეჭდავ პროგრესს აღწევს ევროკავშირში გაწევრიანების კუთხით. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში, უკრაინის პრეზიდენთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"გაწევრიანების პროცესი კარგად მიდის. შთამბეჭდავია იმის დანახვა, თუ რა სისწრაფით, შეუპოვრობით, სიზუსტით პროგრესირებთ", - აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.

ამასთან, ფონ დერ ლაიენმა დასძინა, რომ ევროკავშირმა რაც შეიძლება მეტი უნდა გააკეთოს, რათა უზრუნველყოს, რომ უკრაინას "უფრო მეტი ბიზნესი, უფრო მეტი შემოსავალი" ჰქონდეს.

"ინტერპრესნიუსი"