მიწები, წყლები, სასახლეები, ძვირადღირებული სამკაულები, ოქროს საბადოები, ცხენები, გედები და ღამურებიც კი - რა ქონებას ფლობდა ელისაბედ II?
დიდი ბრიტანეთის მონარქი ელისაბედ II, რომელიც 8 სექტემბერს გარდაიცავალა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო. მისი პერსონალური ქონების მთავარ ნაწილს ხელოვნების ნიმუშები, სამკაულები და უძრავი ქონება წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, მას არ გააჩნდა იმის შესაძლებლობა, რომ მათგან რაიმე სარგებელი მიეღო, რომ აღარაფრი ვთქვათ მათი გაყიდვის უფლებაზე. ეს ყველაფერი მონარქის კერძო საკუთრებას არ წარმოადგენს, მომავალი თაობებისთვის არის განკუთვნილი და როგორც წესი, ისინი მომდევნო მეფეს გადაეცემა მემკვიდეობით.
დედოფლის პირადი ქონება "ფორბსის" მიერ 500 მილიონ დოლარადაა შეფასებული. დედოფლის გარდაცვალების შემდეგ უმეტესი ნაწილი მეფე ჩარლზ III-ს გადაეცემა მემკვიდრეობით. რაც შეეხება მთლიანად დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ქონებას, 2017 წლის მონაცემებით, ყველაფრის ფასი 88$ მილიარდს აღემატება.
მიუხედავად ყველაფრისა, დედოფლის ქონების ფასი ოფიციალურად არასდროს გამჟღავნებულა. როგორც Guardian-იიტყობინებოდა, დედოფალი 1970-იან წლებში ბრიტანეთის მთავრობას ლობირებდა, რომ მისი პირადი ქონება, კანონპროექტის შეცვლის გზით, საზოგადოებისგან დაეფარა, რასაც იმით ხსნიდა, რომ ამის გამჟღავნება უხერხული იყო.
დედოფლის პირადი შემოსავლის წყაროები
არსებობს გამოთქმა, რომ სიკვდილი და გადასახადები გარდაუვალი რამაა, მაგრამ გაერთიანებული სამეფოს მონარქი კანონით თავისუფლდება ქონების გადასახადისგან.
2015 წელს გამოქვეყნებული სიის მიხედვით, დედოფლის პირადი შემოსავლის ძირითადი წყარო ლანკასტერის საჰერცოგო იყო. ეს კერძო ქონებაა, რომელიც გამეფებული მონარქისთვის შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ის 652 მილიონ ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული. Times-ის თანახმად, იმის გამო, რომ ეს მონარქის განუყოფელი ქონებაა, ის დედოფლის ანდერძში არ გამოჩნდებოდა და უბრალოდ, მემკვიდრეზე გადავიდოდა, გადასახადის გადახდის გარეშე.
სამეფო ოჯახი აგრეთვე აგროვებს გადასახადებს სუვერენული საგრანტო აქტიდან, იგივე გადასახადების გადამხდელთა ფონდიდან, რომელიც გამოიყენება სამეფო სასახლეების მოსავლელად და სამეფო მოვალეობების შესასრულებლად, როგორიცაა ოფიციალური მიღებები და მოგზაურობა. გრანტი, წლიურად, 100 მილიონ დოლარს შეადგენს.
ხელოვნების ნიმუშებისა და ძვირფასეულობის უზარმაზარი კოლექციები
თავდაპირველად, მეფე ჩარლზ I-მა დაიწყო ხელოვნების ნიმუშების შეგროვება და მას შემდეგ, მისი კოლექცია მონარქებს მემკვიდრეობით გადაეცემა. კოლექციაში უძველესი ნამუშევრებიც კია მოხვედრილი. ფერწრის ნიმუშების კოლექციის შეგროვების ტრადიციას ყოველი მმართველი აგრძელებდა და ამ დროისთვის დედოფლის კოლექციაში უკვე 150 000 ორიგინალი ნამუშევარია. ნამუშევრების ავტორებს შორის უნდა იყოს: ლეონარდო დავინჩი, პიტერ პოლ რუბენსი და რემბრანტიც კი.
ელისაბედ II-ს ფაბერჟეს კვერცხების კოლექციაც ჰქონდა, ჯამში მათი რაოდენობა 600-ია.
სამეფო ოჯახში მათი შეგროვების ტრადიცია 1900-იან წლებში დაიწყო და 600-ივე მოოქროვილი კვერცხი 200$ მილიონადაა შეფასებული.
დედოფალი ასევე ფლობდა მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ 530.2-კარატიან ბრილიანტის ქვას, რომელიც 51$ მილიონადაა შეფასებული.
დედოფალ ვიქტორიას გასაოცარი გვირგვინიც ელისაბედ II-ს ეკუთვნოდა. მას ზუტად 1 333 ბრილიანტი აქვს და მათი დიზაინი Rundell & Bridge-მა 1820 წელს შექმნა. ის 700 000 $-ადაა შეფასებული. ეს იგივე გვირგვინია, რომელიც ელისაბედ II-მ 1953 წელს თავის კორონაციაზე მიიღო და რეგულარულად ატარებდა. (გააგრძელეთ კითხვა)